ქართული ოცნება

წყარო: ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომას, პრემიერად კი კობახიძეს განიხილავს

ივანიშვილი - კობახიძე

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომასა და თავის ნაცვლაც ირაკლი კობახიძის დანიშვნას განიხილავს. 

იმავე წყაროების ცნობით, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერმინისტრის თანამდებობაზეც.

ბიძინა ივანიშვილი პარტიულ პოლიტიკაში ოფიციალურად 2018 წლის აპრილში დაბრუნდა - ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობაზე. 2012 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ მან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განაცხადა. მიუხედავად ამისა, ივანიშვილი თითქმის ყველა არჩევნების წინ საჯაროდ უჭერდა მხარს ქართულ ოცნებას, ხოლო 2016 წელს ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში და რეგიონებში შეხვედრებს მართავდა. 

იგივე ინფორმაცია, პირველმა, გაასაჯაროვა ტელეკომპანია ფორმულამაც

თავად ირაკლი კობახიძემ ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ არც ყრილობის ჩატარება იგეგმება და არც თანამდებობების "გადათამაშება".

კომენტარები