კრიმინალი

საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარით შეიარაღებული პირი დაკავებულია

თბილისის ერთ-ერთ უბანში საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარით შეიარაღებული პირი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყება მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ადგილზე მყოფ ადამიანებს აფეთქებით ემუქრებოდა. არსებული ინფორმაციით, საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხება

კომენტარები