არც პელე და არც მარადონა. მესი!

ლეონელ მესი და დიეგო მარადონა
“პელე თუ მარადონა? ის ამ უსასრულო და მომაბეზრებელ დავას ბოლოს მოუღებს. ბედნიერი ვარ, რომ ის არგენტინელია და ყველას - ბრაზილიელებს, იტალიელებს, გერმანელებს, ესპანელებს, ინგლისელებს თუ ფრანგებს იმის აღიარება მოუწევთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ამ ქვეყნის შვილია!” - არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა დარწმუნებულია, რომ ლეო მესი ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი გახდება.
მარადონას მესის დიდი იმედი აქვს. ლეგენდარული ფეხბურთელყოფილი თვლის, რომ სამხრეთ აფრიკაში ლეო შეუდარებლად ითამაშებს და არგენტინას მესამედ მოუტანს ფიფა-ს ოქროს თასს.
მსოფლიოს 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შეუდარებელია: ლეო მესიმ ბარსელონას შემადგენლობაში 44 მატჩში 40 გოლი გაიტანა, მათ შორის 27 პრიმერადივიზიონში, 8 კი - ჩემპიონთა ლიგაში.
“ბოლოს მას გერმანიაში შევხვდი და თითქმის ორი საათი გულახდილად ვისაუბრეთ. ის დღეს საუკეთესო კლუბში თამაშობს, ლიდერია და ახლა მთავარია, ამ გზიდან არ გადაუხვიოს. მიხარია, რომ ჭკვიანი ხალხი ჰყავს გვერდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,” - ამბობს დიეგო მარადონა.



 

კომენტარები