ზაფხუ­ლი, რო­მე­ლიც არას­დ­როს დამ­დ­გა­რა

0 კომენტარი

„თითქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ზაფხუ­ლი და­იწყო. ომიც მა­ლე დამ­თავ­რ­დე­ბა­ო, ამ­ბობ­დ­ნენ, მაგ­რამ ის, რაც შემ­დეგ მოხ­და, ამის მსგავ­სი არა­ფე­რი უნა­ხავს ადა­მი­ანს აქამ­დე.
ნის­ლი, ოღონდ არა ისე­თი ნა­ზი და სვე­ლი, რო­გორ­საც ჩვე­ნი სა­სი­ქა­დუ­ლო პო­ე­ტე­ბი აღ­წე­რენ ხოლ­მე, არა­მედ რა­ღაც მძი­მე და მშრა­ლი ნის­ლი მო­ე­ფი­ნა მთელ ქვე­ყა­ნას. ამოს­ვ­ლი­სას საკ­მა­ოდ უფე­რუ­ლი და სის­ხ­ლის­ფე­რი ჩას­ვ­ლი­სას, შუ­ადღის მზე ღრუბ­ლებ­ში მა­ლუ­ლი, ფერ­მ­კ­რ­თა­ლი მთვა­რე­სა­ვით ანა­თებ­და. გა­რე­მო მოყ­ვი­თა­ლო ჩა­ლის­ფე­რით იყო გა­ნა­თე­ბუ­ლი. ამა­ვე დროს, სიცხე იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ „ყასბის მი­ერ დაკ­ლუ­ლი პი­რუტყ­ვის ხორ­ცი მე­ო­რე დღეს უკ­ვე უვარ­გი­სი იყო”. ბუ­ზე­ბი ისე გამ­რავ­ლ­დ­ნენ და გამ­ძ­ვინ­ვარ­დე­ნენ, რომ ცხე­ნე­ბი სი­გი­ჟემ­დე მიჰ­ყავ­დათ. სოფ­ლებ­ში ხალ­ხი ცრურ­წ­მე­ნამ და შიშ­მა შე­იპყ­რო. მო­სა­ვა­ლი ჭკნე­ბო­და, ხმე­ბო­და. შიმ­შ­ლი ახ­ლოვ­დე­ბო­და. შეწყ­და მი­მოს­ვ­ლა, ვაჭ­რო­ბამ იკ­ლო. გე­მე­ბი ზღვა­ში ვე­ღარ გა­დი­ოდ­ნენ. ეს იყო ზაფხუ­ლი, რო­მე­ლიც არას­დ­როს დამ­დ­გა­რა.
ცოდ­ვებ­მა გვი­წი­ე­სო, - ამ­ბობ­და უბ­რა­ლო ხალ­ხი.
უზარ­მა­ზა­რი ცი­უ­რი სხე­უ­ლი და­ე­ჯა­ხა ჩვენს პლა­ნე­ტას და ამის შე­დე­გია ეს კვამ­ლი­ო, - ამ­ბობ­და ჭკვი­ა­ნი ხალ­ხი.
იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბიც, ვინც ვულ­კა­ნის ამოფ­რ­ქ­ვე­ვას უკავ­ში­რებ­და ამ მოვ­ლე­ნებს. და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით არა­ვინ იცო­და.
ევ­რო­პა ეკო­ნო­მი­კურ კო­ლაფ­ს­ში ჩა­ვარ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და მეცხო­ვე­ლე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის პრობ­ლე­მა დად­გა. ევ­რო­პა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ნი­ა­და­გი შე­იქ­მ­ნა და რე­ვო­ლუ­ცი­ის სუ­ნიც დატ­რი­ალ­და. 1783 წლის 8 ივ­ნისს ის­ლან­დი­ა­ში ვულ­კა­ნი ლა­კის ამოფ­რ­ქ­ვე­ვამ და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი წლით შეც­ვა­ლა ევ­რო­პის ამინ­დი, რა­საც სო­ცი­ა­ლურ­-ეკო­ნო­მი­კურ­-­პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბიც მოჰ­ყ­ვა.
1789 წელს საფ­რან­გეთ­ში რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და.”
გრი­გოლ ქონ­დ­რის­კა­ცი - „ურბანოიდოლოგია - წიგ­ნი 1”.
2010 წელს იმა­ვე ის­ლან­დი­ა­ში ერ­თი მცი­რე ვულ­კა­ნი, გა­მო­უთ­ქ­მე­ლი სა­ხე­ლით, აიუჰ­ვედ­ლე­უ­კი ამო­იფ­რ­ქ­ვა და ამან ევ­რო­პის ავი­ა­კო­ლაფ­სი გა­მო­იწ­ვი­ა. ბევ­რი ჩე­მი ნაც­ნო­ბი და მე­გო­ბა­რი ვერ ბრუნ­დე­ბა სახ­ლ­ში და არც კი იცის, რო­დის შეძ­ლებს. ვულ­კა­ნი ჯერ კი­დევ თუხ­თუ­ხებს და ღმერ­თ­მა უწყის, კი­დევ რამ­დენ ხანს გა­აგ­რ­ძე­ლებს. რო­გორც ვულ­კა­ნო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, „წარსულშია მო­მავ­ლის გა­სა­ღე­ბი”. თუ ვულ­კან­მა ლა­კიმ რვა თვე იაქ­ტი­უ­რა, აიუჰ­ვედ­ლე­უ­კიც, და­ლახ­ვ­როს ეშ­მაკ­მა, შე­იძ­ლე­ბა ასე მო­იქ­ცეს. 200 წლის წი­ნან­დე­ლი ამ­ბე­ბი და მა­თი გან­ვი­თა­რე­ბა დღეს შე­იძ­ლე­ბა დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა იყოს სა­ვა­რა­უ­დო მო­მა­ვა­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საწყ­ვე­ტად.
წარ­მო­იდ­გი­ნე: ასე გაგ­რ­ძელ­და თვე­ე­ბი, წლე­ბი. თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი ევ­რო­პა­ში აღარ ან ვე­ღარ დაფ­რი­ნა­ვენ. იწყე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბის ახა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა ან ძვე­ლის დახ­ვე­წა. ევ­რო­პუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მა­ტა­რებ­ლე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე იწყე­ბენ ზრუნ­ვას. კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­მო, აბა ისე, კე­თი­ლი გუ­ლით ვის გა­უ­გია პროგ­რე­სი. შენ­დე­ბა უკე­თე­სი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ავ­ტო­ბა­ნე­ბი. ევ­რო­პა­ში აღა­რა­ვინ დაფ­რი­ნავს, ყვე­ლა მი­წა­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ კავ­კა­სი­ო­ნის მძლავ­რი ბე­ჭე­ბი იცა­ვენ ცა-­ფი­რუზ ხმე­ლეთ­-­ზუ­რუხტს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცა სუფ­თა­ა! ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ტრან­ზი­ტი! ისევ ჩვენ ვართ ევ­რო­პი­სა და სხვა სამ­ყა­როს და­მა­კავ­შ­რე­ბე­ლი გზა! ეჰ, ოც­ნე­ბე­ბი, ოც­ნე­ბე­ბი...
ჭკვი­ა­ნი ხალ­ხი ამ­ბობს, რომ ეს, ვე­ღარ ვამ­ბობ მის სა­ხელს, ვულ­კა­ნი მცი­რე­ა, ნამ­დ­ვი­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა კი მის გვერ­დ­ზე, სულ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რ­შია და მი­სი სა­ხე­ლია კატ­ლა! აგა­შე­ნა ღმერ­თ­მა!
ვულ­კა­ნი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი, უმარ­თა­ვი, გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი და მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა­ა. ეს ის შემ­თხ­ვე­ვა­ა, რო­დე­საც უყუ­რებ, თვალს ვერ აშო­რებ და ამ­ბობ: სა­ში­ში მშვე­ნი­ე­რე­ბა! ეს ის მოვ­ლე­ნა­ა, რო­დე­საც ღმერ­თე­ბის რე­ა­ლურ ძა­ლას გრძნობ, რაც მო­წი­წე­ბას და რიდს იწ­ვევს. ვულ­კა­ნი­უ­სი - ცეცხ­ლის ღმერ­თი, იუპი­ტე­რის შვი­ლი და ვე­ნე­რას ქმა­რი. ცეცხ­ლის მპყრო­ბე­ლი და მომ­თ­ვი­ნი­ე­რე­ბე­ლი.
P.S. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ე­რო ტრან­ს­პორ­ტის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა თქვა, რომ ამ ბო­ლო ამოფ­რ­ქ­ვე­ვას ევ­რო­პის მთავ­რო­ბე­ბი მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი შეხ­ვ­დ­ნენ, რის­კის არა­სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბით, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის, კო­ორ­დი­ნა­ცი­ის უქონ­ლო­ბით და მარ­თ­ვის სუს­ტი მე­ნეჯ­მენ­ტით. წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მინ­და იმის, თუ რო­გო­რი შე­დე­გი ექ­ნე­ბა ოთხი ან ხუ­თი სა­შუ­ა­ლო ვულ­კა­ნის ერ­თ­დ­რო­ულ ამოფ­რ­ქ­ვე­ვას სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტი­ნენ­ტ­ზე. რა არის გა­მო­რიცხუ­ლი? ძი­ლი ნე­ბი­სა, კარგ სიზ­მ­რებს გი­სურ­ვებთ!

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები