პა­რიზ­ში ყვე­ლა ფა­ვო­რი­ტია

0 კომენტარი
ფოტო: დევიდ ფერერი

დღეს და­იწყო და 6 ივ­ნი­სამ­დე გას­ტანს სე­ზო­ნის მე­ო­რე სას­ლე­მო, საფ­რან­გე­თის ღია პირ­ვე­ლო­ბა, ტურ­ნი­რი, რო­მე­ლიც შარ­შან ქა­ლებ­ში რუს­მა სვე­ტა კუზ­ნე­ცო­ვამ მო­ი­გო, ერ­თი დღის შემ­დეგ კი, პირ­ვე­ლად თა­ვის უდი­დეს კა­რი­ე­რა­ში, მთა­ვა­რი პრი­ზი რო­ჯერ ფე­დე­რერს გა­დას­ცეს.
წლე­ვან­დე­ლი რო­ლან გა­რო­სი ბო­ლო წლებ­ში ერ­თ­-ერ­თი ყვე­ლა­ზე ამო­უც­ნო­ბი იქ­ნე­ბა. სა­რე­ი­ტინ­გო პო­ზი­ცი­ე­ბი უფ­რო გან­თეს­ვი­სას და ბა­დე­ე­ბის შედ­გე­ნი­სას იქ­ნე­ბა გან­სა­ხილ­ვე­ლი, ვიდ­რე მო­ნა­წი­ლე­თა რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის მხრივ.
შარ­შან დი­ნა­რა სა­ფი­ნამ ამ ტურ­ნი­რამ­დე, სა­დაც კი თიხ­ნარ­ზე ითა­მა­შა, თით­ქ­მის ყველ­გან ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­გო და ერ­თა­დერ­თი ფი­ნა­ლი კუზ­ნე­ცო­ვას­თან წა­ა­გო. წელს რუ­სი უფ­რო ხში­რად რო­მე­ლი­მე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტ­რ­ში­ა, ვიდ­რე ტურ­ნი­რის ფი­ნალ­ში და ფორ­მა­ში ნამ­დ­ვი­ლად ვერ არის. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას და­ნარ­ჩენ რუ­სებ­ზეც - კუზ­ნე­ცო­ვა არას­ტა­ბი­ლუ­რი­ა, შა­რა­პო­ვას სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კა აკ­ლი­ა, პეტ­რო­ვა უგებს სე­რე­ნა უილი­ამსს და აგებს პირ­ვე­ლი ასე­უ­ლის მიღ­მა მყოფ სუ­ბი­ექ­ტ­თან. მოკ­ლედ, რუ­სე­ბი ვერ არი­ან ფორ­მა­ში.
ნელ კორ­ტებ­ზე ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი ფა­ვო­რი­ტი უნ­და იყოს ამ ტურ­ნი­რის ოთხ­გ­ზის (2003, 2005-07) გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, ბელ­გი­ე­ლი ჟუს­ტინ ანე­ნი, მაგ­რამ ბო­ლო ტურ­ნი­რებ­ზე მი­სი ჩოგ­ბურ­თიც შორს არის იდე­ა­ლუ­რის­გან. ასე­თი­ვეა კი­დევ ერ­თი ბელ­გი­ე­ლის კიმ კლა­ის­ტერ­სის მდგო­მა­რე­ო­ბაც - ფა­ვო­რი­ტი ქა­ღალ­დ­ზე და ბევ­რი ვე­რა­ფე­რი კორ­ტ­ზე.
რჩე­ბი­ან სე­რე­ნა და ვე­ნუს უილი­ამ­სე­ბი. 2002-ში სე­რე­ნამ ფი­ნალ­ში ვე­ნუსს მო­უ­გო და მე­რე არც ერ­თი უილი­ამ­სი რო­ლან გა­რო­სის ფი­ნალ­ში არ გა­სუ­ლა. აგ­რე­სი­უ­ლი ჩოგ­ბურ­თით, ნე­ბის­მი­ერ გა­თა­მა­შე­ბა­ში მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნი­ლი დარ­ტყ­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით დე­ბი ნელ სა­ფარ­ზე ვერ დო­მი­ნი­რე­ბენ და თუ მათ წლე­ვან­დელ შე­დე­გებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, უფ­რო რე­ი­ტინ­გის გა­მო იქ­ნე­ბი­ან ფა­ვო­რი­ტე­ბი, ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ ჩოგ­ბურ­თით. უილი­ამ­სე­ბი­დან კი­დევ ერთ ბელ­გი­ელ იანი­ნა ვიკ­მა­ი­ე­რამ­დე ქა­ლებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15-16 მო­ნა­წი­ლეს ექ­ნე­ბა ჩემ­პი­ო­ნო­ბის შან­სი.
კა­ცებ­ში ბო­ლო მას­ტერ­სის (მადრიდი) ფი­ნალ­ში რა­ფა­ელ ნა­დალ­მა ფე­დე­რერს მო­უ­გო. მა­ნამ­დე რო­ჯე­რი ეშ­ტო­რი­ლის ტურ­ნირ­ზე ალ­ბერტ მონ­ტა­ნი­ეს­თან და­მარ­ცხ­და, ნა­და­ლი კი, თვე­ზე მე­ტი­ა, თიხ­ნარ­ზე არ აგებს.
ეს­პა­ნე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით იმ კონ­დი­ცი­ებ­ში­ა, ორი წლის წინ ყვე­ლა­ფერს რომ იგებ­და და ფე­დე­რერს მის საყ­ვა­რელ - უიმ­ბ­ლ­დო­ნის ფი­ნა­ლურ ეპიკ­შიც აჯო­ბა. ნა­და­ლი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის ფა­ვო­რი­ტი­ცა­ა. მე­რე მო­დი­ან ფე­დე­რე­რი, შვე­დი რო­ბინ სო­დერ­ლინ­გი და ეს­პა­ნე­ლი და­ვიდ ფე­რე­რი.
რო­ჯე­რი რო­ლან გა­როს­ზე ზე­დი­ზედ ოთხ­ჯერ გა­ვი­და ფი­ნალ­ში, ნა­დალს შარ­შან სო­დერ­ლინ­გ­მა მო­უ­გო, ფე­რე­რი კი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­ში­ა. ლე­გენ­და­რულ­მა ჯი­მი კო­ნორ­ს­მა მთა­ვარ ფა­ვო­რი­ტად ნა­და­ლი და­ა­სა­ხე­ლა, მე­რე კი ფე­რე­რი და­ა­ყე­ნა. ფე­დე­რე­რის და სო­დერ­ლინ­გის შან­სე­ბი თა­ნა­ბა­რი­ა­ო, - აღ­ნიშ­ნა ამე­რი­კელ­მა.
ტრავ­მე­ბის გა­მო ტურ­ნირს გა­მო­ტო­ვე­ბენ არ­გენ­ტი­ნე­ლი ხუ­ან მარ­ტინ დელ პოტ­რო და რუ­სი ნი­კო­ლაი და­ვი­დენ­კო. პირ­ვე­ლი ათე­უ­ლის კი­დევ რამ­დე­ნი­მე წევ­რი, კერ­ძოდ, ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი, ენ­დი მა­რე­ი, ჟო-­ვილ­ფ­რედ ცონ­გა და ფერ­ნან­დო ვერ­დას­კო კი, სა­უ­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვა­ში, ალ­ბათ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გავ­ლენ. მათ­გან ერ­თ­-ერ­თ­მა შე­იძ­ლე­ბა ბო­ლო ოთხე­ულ­ში გა­აღ­წი­ოს. ესეც ბა­დე­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები