ჟოლოსა და პიტნის აკვაფრესკა

მასალა:

• ½ ჭიქა უმაღლესი ხარისხის შაქარი
• 22 ცალი ჟოლო
• 22 ფოთოლი ცოცხალი პიტნა + 4 ფოთოლი გასაფორმებლად
• ყინულის კუბები

მომზადების წესი:
ქვაბში ჩაასხით ½ ჭიქა წყალი, დაამატეთ შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე. წამოადუღეთ, ისე, რომ შაქარი გაიხსნას წყალში. სიროფი გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.
ჩაყარეთ ბლენდერში 18 ჟოლო, პიტნის ფოთლებ ი და დაამატეთ შაქრის სიროფი. დააბლენდერეთ. მიღებული მასა გაწურეთ საწურში. უნდა მიიღოთ დაახლოებით 2/3 ჭიქა. დაამატეთ 1/3 ჭიქა წყალი.
ჭიქები აავსეთ ყინულით და გაანაწილეთ ჟოლოსგან მიღებული ნარევი. მორთეთ პიტნის ფოთლებით და დარჩენილი ჟოლოთი.

კომენტარები