ძვირი ხორცი

 მსოფლიოში ხორცის ფასმა უკვე 20-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. მთავარი ექსპორტიორების – აშშ-ს, ავსტრალიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ წარმოების შემცირების შესახებ, ხორცზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს მონაცემებით, ხორცის ღირებულება აგვისტოში გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 16%-ით გაიზარდა. ასეთი მაღალი ფასები მსოფლიოს 1990 წლის შემდეგ არ ახსოვს.

კომენტარები