Twitter-ის ბაგი

სარა ბრაუნი, ყოფილი პრემიერ- მინისტრის გორდონ ბრაუნის მეუღლე, ერთ-ერთია Twitter-ის იმ ათასობით მომხმარებელს შორის, რომლებიც ამ ქსელის უსაფრთხოების სისტემაში არსებული ბაგით დაზარალდნენ. ბრაუნი, რომელსაც მილიონზე მეტი Twitter-ის მიმდევარი ჰყავს, თავისდაუნებურად აგზავნიდა საშიში კოდის შემცველ ბმულებს. კოდის ერთ-ერთი ვარიანტი გზავნილებში სვამდა ბმულებს და მათზე დაჭერის გარეშე მომხმარებელი იაპონურ ჰარდკორ-პორნო საიტებზე გადაჰყავდა. Twitter-ის ადმინისტრაციის თქმით, უსაფრთხოების ეს ხვრელი უკვე ამოვსებულია და მომხმარებლებს კვლავ შეუძლიათ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.
 

კომენტარები