მარკ ზაკერბერგი

ერთი პროფაილი, მრავალი სახე

Reuters.com

Facebook-ის სოციალური ქსელი ნელ-ნელა რეალურ სამყაროს ემსგავსება, სადაც საიდუმლოებები და შეუცნობლობა ზეობს გამჭვირვალობაზე. სოციალური მედიის ამ გიგანტის ახალი ფუნქციონალი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საკუთარი მეგობრების ბაზაზე პატარ-პატარა ჯგუფები შექმნან და ამ პატარა ჯგუფებში მიმოცვალონ სტატუსები, კომენტარები, ბმულები და სურათები ისე, რომ ერთი ჯგუფის წევრებს მეორე ჯგუფში განთავსებულ ინფორმაციასთან წვდომა არ ექნებათ.
მომხმარებლებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ პირადი ფოტოებისა და ჩანაწერების ჩვენება საუკეთესო მეგობრებისთვის ისე, რომ მათმა თანამშრომლებმა ეს ფოტოები არ ნახონ. შესაძლებელი გახდა ჯგუფური ჩატებისა და ფორუმის ტიპის კომუნიკაციაც, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. თუკი თქვენ Facebook-ის მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ მოძებნოთ მარცხნივ განთავსებულ მენიუში ოპცია – Create Group და თამამად შეუდგეთ თქვენი სანაცნობო თუ სამეგობრო წრეების ირგვლივ პირადი სივრცის „შენებას”, რომლის სადარაჯოზე დგომის სურვილიც თავად Facebook-ის შემქმნელმა, მარკ ზაკერბერგმა გამოთქვა.

კომენტარები