რუსეთში ლავრენტი ბერიას საიდუმლო დღიურები გამოქვეყნდა

გაირკვა, რომ იოსებ სტალინის უახლოესი თანამოზარე და მარჯვენა ხელი ლავრენტი ბერია დღიურებს წერდა. მისი სიკვდილიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ  რუსმა ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა სერგეი კრემლევმა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის საიდუმლო დღიურები სამტომეულის სახით გამოაქვეყნა. პირველი ტომი - „სატლინს ცრემლების არ სჯერა“ 1937-1941 წლის პერიოდს მოიცავს,  მეორე ტომი - „ მეორე ომს ვეღარ გადავიტან“ 1941-1945 წლების ჩანაწერებია, მესამე ტომში  - „ატომური ბომბით ვცხოვრობთ“ 1946—1953 წლების დღიურები შევიდა.

წიგნი რუსეთში სენსაციად ითვლება, თუმცა ბევრი მკვლევარი ეჭვქვეშ აყენებს ბერიას დღიურების ნამდვილობას. ავტორი ამტკიცებს, რომ ის ნამდვილია და რომ ბერიას საიდუმლო მიმდევრებმა ხელნაწერები, რომელთა ფოტო ასლებიც კრემლევს გააჩნია, 50-იან წლებში გადამალეს.

1953 წლის 26 ივნისს ბერია საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელთა შეთქმულების მსხვერპლი გახდა. ოფიციალური ვერისიით, ის დააპატიმრეს და დახვრიტეს. თუმცა დღემდე მისი სიკვდილი საიდუმლოებითა მოცული. ლავრენტი ბერიას შვილმა, სერგო ბერიამ საკუთარი გამოძიება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, მამამისი სახლში, ხრუშოვის ბრძანებით ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დახვრიტეს. 

1938 29 ივლისი

არასოდეს  ვფიქობდი რომ დღიურებს დავწერდი, მაგარმ ვიღაცას ხომ უნდა ველაპარაკო. ნინოსთანაც (ბერიას მეუღლე) არ შემიძლია დალაპარაკება.  როცა ჩათლახები მართავდნენ საშინელება იყო, მაგრამ  კობა ჩემში დარწმუნდა, ძალაუფლება მომცა  და საქართველო ისე წავწიე წინ, აბა ვინმე დამეწიოს ამაში. ყველაფერი დალაგდა და ახლა  გადადექი და მოსკოვში წამოდი -  ჯაშუშები დაჭირეო. ბევრი ხლაფორთი და ცოტა სიამოვნებაა.

2 ნოემბერი 1938 წელი

ორი დღის წინ კობამ  გამომიძახა. მხოლოდ მოლოტოვი, კაგანოვიჩი და გიორგი (მალინკოვი) იყვნენ . ჩემს მოხსენებას ეჟოვის შესახებ ყურადღებით ისმენდა.  შემდეგ გაცოფდა დაიწყო გინება. თქვა ”დახვრიტეთ  მაგის დედაც... მაგრამ მანამდე კარგად აჯანჯღარეთ,  რომ კუდები არ დამალოს, ისინი ყველა უნდა გამოვააშკარაოთ.“

4 აპრილი 1942 წელი

როგორც იქნა დავაპატიმრეთ სტარასოტნები (ცნობილი ძმები, მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელები) . ბურთს მაგრად აგორებდნენ, მაგრამ  ნაგავი ადამიანები აღმოჩდნენ, ინტელიგენტებად მოჰქონდათ თავი. ყველაფერი მისცეს, რისი მიცემაც შეიძლებოდა. რამდენი ჩემპიონი იბრძვის გერმანელების ზურგში, სპორტსმენები მოსკოვთან იბრძოდნენ, ესენი კი, გარდა იმისა რომ წუწკები და სპეკულიანტები არიან,  მოღალატეებიც აღმოჩდნენ. უნდა გააგორო ასეთები, მაგრამ კობამ თქვა ეს ნაგავი მოსკოვიდან შორს წაიღეთ და იქ აყროლდნენო. ინტელიგენტებს მძღნერის გარეშე არ შუძლიათ.

23 სქტემბერი 1942 წელი

დღეს პირველად დავინახე კობას თვალებზე ცრემლი. მოვახსენე  სტალინგრადზე, თუ როგორ იბრძვის  ხალხი. მე როცა ზღვარზე ვარ, ვიგინები და ეგრევე მეშვება. მაგას კიდევ თავი უჭირავს, მაგრამ გულს სად წაიღებს, ჰოდა ვეღარ გაუძლო.

10 მაისი 1945

ისევ საღამო კობასთან. ისვე მარტო სამნი  - კლიმი(ვოროშილოვი), მე და გიორგი (მალინკოვი). ვიაჩისლავი (მოლოტოვი) შორსაა, ამერიკაში. კობა საკუთარ თავს ისევ არ გავდა. კიდე უფრო რბილი იყო და კურცხალიც გადმოაგდო.  ჩემს თავსაც ვერ ვცნობ. იმხელსა ტვირთი  გადავაგორეთ რომ არც კი მჯერა. რამხელა ტვირთი გადავაგორეთ!

1 ნომებერი 1949

ატომური ბომბისთვის ამხანაგი სტალინისგან  ლენინის ორდენი, საპატიო სიგელი და პოლიტბიუროს მადლობა მივიღე. ჯილდოებისთვის არ ვმუშაობთ, მაგრამ ნაწყენი ვარ.  ამხანაგ სტალინს შეეძლო ჩემთვისაც  მეორე ვარსკვლავი მოეცა... მე კი გულითადი მადლობა მივიღე.  ეს არ მახარებს. ამხანაგი სტალინი გამომარჩევს, ამხანაგი სატლინი არ გამომარჩევს. მე ვიცი რომ უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა, უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ მქონდეს, მაგრამ მაკავებს ამხანაგი სტალინი. საწყენია.

17 ივლისი 1953 

გერმანიაში გაფიცვებია. ჩვენი სისულელე, მათი პროვოკაციები და შედეგად უნდა ვისროლოთ.

სროლა მოგვიწევს. ხალხი მეცოდება. თუ აზროვნება არ შეგიძლია, მთელი ცხოვრება სულელურად იცხოვრებ. ცხოვრებით კი რაღაცნაირად უნდა  იცხოვრო. ჰოდა ცხოვრობენ როგორც სულელები. მაგრამ ახალი ადამიანები იზრდებიან... ჩვენზე ჭკვიანები და ჩვენზე ჭკვიანურად იცხოვრებენ. 

ეს ბოლო ჩანაწერია. 1953 წლის 26 ივლისს ბერია დააპატიმრეს და დახვრიტეს.

კომენტარები