ტორნადოს მსხვერპლი მისურიში

მას შემდეგ, რაც ოთხი დღის წინ ტორნადომ 10 კილომეტრიანი ნგრევის ზონა გამოიწვია მისურის შტატის ქალაქ ჯოპლინში, აშშ, 232 ადამიანი ითვლება დაკარგულად.

ანდრეა სპილარსი, მისურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, აცხადებს - ”ჩვენი მიზანია ეს რიცხვი ნოლამდე დავიყვანოთ. ამისთვის ჩვენ იმდენ რესურსს გამოვიყენებთ, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვისაც, რომ დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებს კომუნიკაცია ჰქონდეთ ერთმანეთში.”

სამაშველო ჯგუფები ჯერაც მუშაობენ, რათა ტორნადოს მიერ გამოწვეული ნგრევის ზონიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანი ამოიყვანონ ცოცხლად.

 

 

კომენტარები