10 კითხვა თიკო სადუნიშვილს

კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა ძალიან მოგბეზრდათ?

რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

ვის დაპატიჟებდით თქვენი ოცნების სადილზე?
 
მირჩევნია მე დამპატიჟოს ჩემი ოცნების მამაკაცმა :)
 
თქვენი ოცნების მამაკაცი როგორია და სად არის?
 
ოოოო.... ჩემი ოცნების მამაკაცი იმდენად შეუდარებელია, სულ თავს ვიკავებ, ბევრი არ ვისაუბრო მასზე, რომ ვინმემ არ წამართვას :) მართალია ჯერ მხოლოდ ჩემს ფანტაზიებშია, მაგრამ იმედი მაქვს, მალე გამოჩნდება...
 
რას ჩაწერდით საკუთარ თავზე, გაცნობის ბიუროს განცხადებაში?
 
ეს გვერდი თუ ეყოფა, დავიწყებ :)
 
ბოლოს როდის და რის გამო იტირეთ?
 
ზუსტად ერთი თვის წინ, მეგობარმა ბიჭმა მხარზე მიკბინა.
 
რა შემთხვევაში დაანებებდით თავს ამჟამინდელ სამსახურს?
 
ალბათ გადაცემისთვის ტექსტები მაია ასათიანმა რომ დამიწეროს :)
 
რა არ იციან თქვენ შესახებ ადამიანებმა?
 
სიბნელის რომ მეშინია და ისიც არ იციან, აგოროფობი, პენიაფობი და ფილოფობი რომ ვარ... ვთვლი, რომ შენი ყველა დიაგნოზი უნდა იცოდე და ყოველთვის გახსოვდეს :)
 
რაც არ უნდა გადამიხადონ...
 
თავს არ მოვიკლავ!!!
 
ბოლოს რა წაიკითხეთ?
 
ამ კითხვის გარდა, მიურიელ ბარბერის „ზღარბის ელეგანტურობა”.
 
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
 
3 წელი ტელევიზიას რატომ გავეშვი?

კომენტარები