რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთში რუსულის ”სახელმწიფო ენად” გამოცხადებაზე

 ”თანახმა ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად ოსური და რუსული  გამოცხადდეს?” - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას 11 სექტემბრის ”რეფერენდუმზე” მოუწევს. ამის შესახებ განცხადება სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ გააკეთა. საინფორმაციო სააგენტო ოსინფორმის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას, ასევე ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დაევალათ რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და საორგანიზაციო სახსრების მოძიება. დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კი დაევალა მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება და რეფერენდუმის ჩატარება, წერს ოსინფორმი.

სამხრეთ ოსეთში ”სახელმწიფო ენად” ოსურია გამოცხადებული. რუსული ენის ”სახელმწიფო ენად” გამოცხადების ინიციატივა კი დე ფაქტო პრეზიდენტს ეკუთვნის. 

კომენტარები