გამარჯვებებით დაწყებული ევროპის ლიგა

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ქართულმა გუნდებმა გამარჯვებით დაიწყეს. პირველი რაუნდის საშინაო მატჩში თბილისის დინამო მოლდოვურ მილსამს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა, რუსთავის მეტალურგმა კი გასვლაზე 1:0 აჯობა სომხურ ბანანცს.

თბილისის დინამო მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გადასვლის შემთხვევაში უელსურ ლანელის შეხვდება. არც ეს ეტაპი და ეს მოწინააღმდეგე წარმოადგენს განსაკუთრებულ ძალას.

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულმა დაპირისპირებამ აჩვენა, რომ დინამოს პრობლემები საკმაოდ აქვს. თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ გუნდი განსხვავებული ტაქტიკით ცდილობს თამაშს და შესაჩვევად დრო დასჭირდება. ამ შეხვედრამ ისიც კარგად წარმოაჩინა, რომ დინამოს რამდენიმე პოზიციის გაძლიერება ესაჭიროება. ამის მიუხედავად, მოლდოვურ მილსამთან თამაშისას თბილისელებმა მთლიანად საკუთარი სურვილისამებრ წარმართეს ყველაფერი და გასვლითი დაპირისპირების წინ კარგი ფორაც გაიფორმეს.

დინამო - მილსამი 2:0

გოლები: 1:0 კვეკვესკირი (5 წთ.), 2:0 ლექვთაძე (71 წთ.)

გაფრთხილებები: თომაშვილი, რობერტინიო, კაკუბავა, სასნოვსკი, გარლა, იონესკუ, ოჩინკა

დინამო: ლორია, ოდიკაძე, თომაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ჯიღაური, კვეკვესკირი, კოშკაძე (ბერაია 85 წთ.), რობერტინიო (თექთურმანიძე 64 წთ.), ლექვთაძე, ფანცხავა (ახალაია 71 წთ.)

მილსამი: მორარუ, სასნოვსკი, გარლა (რომანი 84 წთ.), ფურდუი, იონესკუ, ბოგიუ, მენდიზოვი, გრიგორუცა (ოჩინკა 68 წთ.), სტადიჩუკი, ადემარი, ბეზიმოვი (ტრაორე 70 წთ.)

 

ბანანცი - მეტალურგი 0:1

გოლი: 0:1 ქობალია (48 წთ.)

გაფრთხილებები: ხაჩატრიანი, ქობალია

გაძევება: ქობალია

ბანანცი: ნეპოგოდოვი, დაღბაშიანი (პეტროსიანი 46 წთ.), ხაჩატრიანი, არაქელიანი, ედიგარიანი, ვოსქანიანი, გიოზალიანი (დუ ბალა 46 წთ.), ბალაბექიანი, ჰამბარცუმიანი, კორეა (სუჯიანი 62 წთ.), დაშიანი

მეტალურგი: ბათიაშვილი, კვახაძე, ორბელაძე, მახვილაძე, ჯაფარიძე, გეწაძე (ქავთარაძე 74 წთ.), რაზმაძე, მაისურაძე (პავლიაშვილი 84 წთ.), ტყემალაძე (მიქაბერიძე 90 წთ.), ქობალია, მოდებაძე


კომენტარები