საბა 2011

0 კომენტარი

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი საბა 2003 წელს TBC ბანკის ინიციატივით დაარსდა. კონკურსს თავიდანვე მხარში ამოუდგნენ პენ-კლუბი, გაზეთი 24 საათი და ტელეკომპანია რუსთავი2.

რიგით მე-9 საბას დაჯილდოების ცერემონია 10 ივლისს, თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაიმართა.

როგორც ყოველთვის, საზოგადოებისთვის პრემიის ფინალამდე, ჟიურის წევრების შემადგენლობა უცნობი იყო. დასკვნით საღამოს მათი ვინაობა გაირკვა: მწერალი გურამ ოდიშარია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; საბას 2003 წლის ლაურეატი მანანა ღარიბაშვილი; საბას 2003 წლის პრიზიორი, მწერალი ბესო ხვედელიძე; მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი და პოეტი, საბას 2009 წლის გამარჯვებული დიანა ანფიმიადი.

2011 წლის დაჯილდოებაზე, გამარჯვებული 9 ნომინაციაში დასახელდა. პრიზიორების დასახელებამ განსაკუთრებული მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა და თითქმის ყველა ნომინაციაში ფავორიტმა გაიმარჯვა.

„წლის საუკეთესო დებიუტი” – თამთა მელაშვილი, პროზაული კრებულისთვის „გათვლა”.

„წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა” – ნუგზარ მუზაშვილი, „გაქცევა ისტორიიდან” და შოთა იათაშვილი, „დალაგება”.

„წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა” – პაატა ქურდაძე, „ფსიქოდელიური ქრონიკა”.

„წლის საუკეთესო თარგმანი” – გიორგი ლობჟანიძე, საადი შირაზელის „გოლესთანი”.

„წლის საუკეთესო პიესა” – თამაზ ექვთიმიშვილი, „პუანტები”.

„წლის საუკეთესო პროზაული კრებული” – მაკა მიქელაძე, „მე და ჩემი კუსტურიცა”.

„წლის საუკეთესო პოეტური კრებული” – გივი ალხაზიშვილი, „ჩაბრუნებული მზერა”.

„წლის საუკეთესო რომანი” – ერლომ ახვლედიანი, „კოღო ქალაქში”.

სპეციალური ჯილდო „ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”, პოეტს, მწერალსა და მთარგმნელს – ვახტანგ ჯავახაძეს გადაეცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები