მაროკოში დემოკრატიული რეფორმები გრძელდება

 პირველი ივლისის რეფერენდუმის მიხედვით მაროკოს ამომარჩეველთა 98% მხარს უჭერს ახალ კონსტიტუციას. მეფე მოჰამედ VI სხვადასხვა მსოფლიო ლიდერებისგან მოლოცვებს იღებს.

 ახალი კონსტიტუციით მონარქს გარკვეული უფლებები ეკვეცება და მნიშვნელოვანია ის, რომ კონსიტუციიდან გაქრა სიტყვა „წმინდა“, რომელიც მეფეს უკავშირდებოდა, თუმცა  ეს უკანასკნელი არ შეიძლება სამართლებრივ პასუხიგებაში მიეცეს  და  სიცოცხლის ბოლომდე ტახტის მფლობელი რჩება. ახალი კონსტიტუციით პრემიერ-მინისტრის სტატუსი  გაიზარდა და ახლა ის მთავრობის თავმჯდომარედ იწოდება, ის უკვე თავად დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს, ადრე კი ეს აუცილებლად მეფესთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო.  კონსტიტუციამ  ასევე ერთ-ერთ ბერბერულ ენას სახელმწიფო სტატუსი მიანიჭა.

 მონაქრის მიერ ინიცირებულიახალი კონსტიტუცია ბევრ დემოკრატიულ ცვლილებას განაპირობებს, თუმცა  მაროკოში  საპროტესტო გამოსვლები მაინც გრძელდება.  20 თებერვლის მოძრაობა  და სხვა მემარცხენე იდეოლოგიის პარტიები  ცვლილებებით უკმაყოფილო არიან და რეფორმებს „მასკარადს“ უწოდებენ, ისინი თვლიან, რომ კონსტიტუცია არ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილებას. ამავდროულად სხვა  ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა კონსტიტუცია მოიწონეს და ისიც კი განაცხადეს, რომ უფრო მეტი მიიღეს ვიდრე ელოდნენ.

  ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კონსტიტუციური ცვლილებები იყო მხოლოდ  მცდელობა მაროკოს ხელისუფლების მხრიდან თავი აერიდებინათ სიტუაციის გამწვავებისკენ და არაბული გაზაფხული მათთანაც არ დამდგარიყო.  თუმცა რამდენხანს მოახერხებს  ხელისფულება სტაბილურობის შენარჩუნებას ძნელი სათქმელია, გასათვალისწინებელია ისიც რომ  ზაფხულისა და რამადანის გასვლის შემდეგ ანუ სექტემბერში მოსალოდნელია უკვე მასსშტაბური გამოსვლები, განსაკუთრებით აქტიურობს მაროკოელი ახალგაზრდობა,  ისინი აცხადებენ რომ იბრძვიან ჭეშმარიტი დემოკრატიის დასამყარებლად და თავიანთ გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან.

 აღსანიშნავია ის ფაქტიც,  რომ  მაროკოელ პროტესტანტთა მოთხოვნები  განსხვავდება სხვა არაბულ ქვეყნებში მიმდინარე აქციების მოთხოვნებისაგან.  თუ დანარჩენ ქვეყნებში, რომლებსაც საპროტესტო ტალღამ გადაურა ძირითადი მოთხოვნა იყო ხელისუფლების გადადგომა, მაროკოშიკი უფრო ეკონომიკური და კონსტიტუციური  ხასიათის მოთხოვნები სჭარბობს.  მონარქის გადადგომა არადროს ყოფილა პროტესტის აგორების ძირითადი მიზანი, მოსახლეობასიმედი აქვს, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა კონსტიტუციური მონარქიით შეიცვლება.

 სალუა კარკრი ბელკეზიზი, დამოუკიდებელი პარლამენტარი  და მაროკოს გენერალური ბიზნესის კონფედერაციის თავმჯდომარე  აცხადებს რომ მაროკოს წინაშე სამუშაო ადგილების, განათლების სექტორის და ჯანმრთელობის დაცვის პრობლემები დგას, რომელთა გადაწყვეტაც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი აზრით ახალი კონსტიტუციის პირობებში ჩატარებულ არჩევნებზე  არა ნაკლებ 2-3 პარტიის კოალიციით ჩამოყალიბდება ქვეყნის  მთავრობა, რომელიც მოახერხებს ზემოთჩამოთვლილ პრობლემებთან გამკლავებას.  ქალბატონი ბელკეზიზი  არჩევნებისთვის ყველაზე ოპტიმალურ დროს 2012 წლის მარტს თვლის, როცა არსებული მთავრობა თავის მანდატს ამოწურავს  და თან ეს დრო საკმარისი იქნება როგორც ხელისფულებისთვის და ასევე სხვა პარტიებისთვის რომ მზად შეხვდნენ  უკვე რეფორმირებულ არჩევნებს.

  http://www.nytimes.com/2011/07/21/world/africa/21iht-M21-MOROCCO-REFERENDUM.html?_r=4

http://www.magharebia.com/cocoon/awi/xhtml1/en_GB/features/awi/reportage/2011/07/22/reportage-01

http://www.theafricareport.com/archives2/politics/5167450-morocco-constitutional-reforms-and-the-street.html




 



კომენტარები