უკრაინის მაღაროში აფეთქებას 16 ადამიანი შეეწირა

0 კომენტარი

უკრაინაში, ლუგანსკის რაიონში მდებარე სუხოდლოსკაია-ვოსტოჩნაიას მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 16 მაღაროელი  დაიღუპა, სამმა მეშახტემ კი  სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. უკრაინის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის განცხადებით,  აფეთქება მიწისქვეშ 915 მეტრის სიღრმეში მოხდა. შემთხვევის დროს მარაღოში 28 ადამიანი მუშაობდა. 9  მათგანის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.

სამაშველო ოპერაციებს  უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს  სამთო სამაშველო სამსახურის გასამხედროებული რაზმები და საგანგებო სიტუაციათა სამმართველო აწარმოებს. დღეს დილით კიდევ ერთი უბედური შემთხვევა უკრაინაში, დონეცკის რაიონში მოხდა. ერთი ადამაინი დაიღუპა  და რვამ დაშავდა მაღაროს ლიფტის ამწევი დანადგარის ჩამონგრევის შედეგად. უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის პრეს სამსახურს ცნობით მაღაროდან გამოღწევას საკუთარი ძალებით  600-მდე მაღაროელი ცდილობს.

უკრაინის მაღაროებში ავარიები და საგანგებო სიტუაციები საკმაოდ ხშირია. 1999 წლიდან 2007 წლამდე მხოლოდ დონეცკის რაიონში მდებარე ერთ მაღაროში ავარიის შედეგად დაღუპულია 180 ადამიანი.  უკრაინის მაღაროები მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე სახიფათო სამუშაო ადგილად ითვლება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები