საქონლის სტეიკი

2 ულუფის მასალა 500 გრ. საქონლის სუკი 2 ლიმონი 20 გრ. როზმარინი 1 კონა ოხრახუში 1 კონა ოხრახუში 1 ც. დაფნის ფოთოლი 100 გრ. ქათმის ბულიონი 100 გრ. ქათმის ბულიონი 25 გრ. ზეითუნის ზეთი მარილი მსხვილი ფერადი პილპილი ჯამში 15 ლარი
ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ საქონლის სუკი, მოაყარეთ მარილი, მსხვილი ფერადი პილპილი, მოასხით ზეითუნის ზეთი და კარგად შეაზილეთ ხორცს, გააჩერეთ 10 წუთი.
გახეხეთ ლიმონი, ცედრა მოათავსეთ ჭურჭელში, წვრილად დაჭერით ოხრახუში და ტარხუნა, გადაურიეთ ლიმონის ცედრას.
გააცხელეთ ტაფა, მოათავსეთ მასზე ხორცი და შეწვით თითო მხარეს 4 წუთი. დაამატეთ 2 კბილი ნიორი, მოაყარეთ როზმარინი, დაფნის ფოთოლი და მოასხით ქათმის ბულიონი. გააჩერეთ ტაფაზე 3 წუთი.
შემწვარი სუკი მოათავსეთ თეფშზე, მოაყარეთ მწვანილისა და ცედრის მასა, მოასხით ტაფაზე დარჩენილი სოუსი, ცოტაოდენი ზეთი და კერძი მზად არის.  


 
 
 მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: 
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), 
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), 
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03)
 

კომენტარები