აშშ-ჩინეთის კონკურენცია

სავალუტო ომი

0 კომენტარი

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომლის კანონად ქცევის შემთხვევაში თუ ჩინეთი საკუთარ ვალუტი მანიპულაციას არ შეწყვეტს და მას არ გააძვირებს, ჩინეთიდან შემოტანილ საქონოლზე  ტარიფები დაწესდება. კანონპროექტი რამდენიმე დღეში წარმომადგენელთა პალატაში გავა და დამტკიცების შემთხვევაში პრეზიდენტ ობამას მაგიდაზე აღმოჩნდება.

კანონპროექტის ინიციატორები დემოკრატიული პარტიის წევრები, ოჰაიოს სენატორი შეროდ ბრაუნი და ნიუ იორკის სენატორი ჩარლზ შუმერია. პროქეტის თანასპონსორებია რესპუბლიკელი ლინდსი გრეჰემი, სამხრეთ კაროლინიდან და ჯეფ სეშენი, ალაბამიდან. სენატორების განცხადებით, ჩინეთი ხელოვნურად ახდენს თავისი ვალუტის გაიაფებას. შედეგად მსოფლიო ბაზარზე ჩინური საქონელი უფრო იაფი ღირს, ეს ჩინურ ექსპორტს უწყობს ხელს, ამერიკულ მწარმოებლებს კი აზარალებს. ამერიკელი პოლიტიკოსების აზრით, ეს კონკურენციის პრინციპების სერიოზული დარღვევაა.

სენატორების აზრით, იენის გაძვირების შემთხვევაში, ამერიკულ საქონელს საშუალება მიეცემა კონკურენცია გაუწიოს ჩინურს და შესაბამისად ამერიკაში ახალი სამუშაო ადგილები შექმნება.

კანონის ოპონენტების აზრით, კანონის მიღება ჩინეთთან ურთიერთობას დაძაბავს და ვერც ამერიკულ ეკონომიკაზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს. მათი აზრით, ჩინეთზე ტარიფების დაწესება სამუშაო ადგილებს უბრალოდ სხვა ქვეყნებში გადაისვრის და არა აშშ-ში. პოლიტიკოსების გარდა კანონპროექტის წინააღმდეგია აშშ-ის ვაჭრობის პალატა, ფინანსური სერვისების მრგვალი მაგიდა და სხვა ბიზნეს ორგანიზაციები. მათ სენატს წერილიც მიწერეს და კანონპროექტი შეჩერება სთხოვეს.

ოპონენტები განსაკუთრებით აკრიტიკებენ კანონპროექტის შესაძლო გასვლის დრო: პროტექციონიზმმა, მათი აზრით, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში შეიძლება კიდევ უფრო დააზარალოს მსოფლიო ეკონომიკა. ამის პარალელად ისინი დიდი დეპრესიის დროს ქვეყნებს შორის გამართულ სავაჭრო ომს იხსნებენ, რომელმაც კიდევ უფრო დაამძიმე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

კანონპროექტს სენატში ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ბილს მაინც შეექმნება პრობლემები წარმომადგენლობით პალატაში. წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ჯონ ბოენერმა კანონპროექტი გააკრიტიკა, მისი თქმით, ეს კონგრესის მოვალეობაში არ შედის. თუმცა დაამატა, რომ ესმის ჩინეთთან დაკავშირებული სავაჭრო დეფიციტის შესახებ გაჩენილი ღელვა, მაგრამ მისი აზრით, ეს არ არის პრობლემის მოგვარების გზა.

დემოკრატი კონგრესმენის სანდერ ლევინის თქმით, კანონპროექტს წარმომადგენლობით პალატაში 225მომხრე ჰყავს და კანონად გასვლის დიდი შანსი აქვს.

კანონპროექტს უკვე გამოეხმაურა ჩინეთი და მკაცრად გააკრიტიკა ის. ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგება და მის კანონად ქცევამ შეიძლება სავაჭრო ომის დაწყება გამოიწვიოს. ამასთან ერთად, ჩინეთის ცენტრალურ ბანკში ხაზი გაუსვეს იმას, რომ ამ კანონპროექტით ვერ მოგვარდება ის ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობის მაღალი დონე, არასაკმარისი საბანკო ანაბრები და სავაჭრო დეფიციტი, რომელიც აშშ-ს გააჩნია.

 ჩინეთმა აქამდე რამდენჯერმე განაცხადა და ამ შემთხვევაშიც გაიმეორა, რომ ის გააგრძელებს თავისი ვალუტის სტაბულარად გაძვირებას, თუმცა ეს პროცესი დროში უნდა გაიჭიმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინეთის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა ექნება.

ეკონომისტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ჩინეთის სიტყვები უბრალოდ აშშ-ის შეშინებას და კანონპროექტის შეჩერებას ემსახურება. მათი თქმით, ჩინეთი სავარაუდოდ არ შეცვლის თავის ეკონომიკურ პოლიტიკას აშშ-ის მიმართ, რადგან ასეთ შემთხვევაში დიდ ზარალს მიიღებს.

ჩინეთსა და აშშ-ს შორის ვალუტის ფასთან დაკავშირებით ომები უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს. 2009 წლის გაეროს გენერალური ანსამბლეის შეკრებაზე ობამა ჩინეთს დაემუქრა კიდეც: „თუ ჩინეთი არ დაასრულებს ვალუტის მანიპულაციას, აშშ-ს გააჩნია საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის სხვა გზებიც“.

საპირისპიროდ ჩინეთი აშშ-ს დებს ბრალს ეკონომიკურ კრიზისის გამწვავებაში და განსაკუთრებით აკრიტიკებს ობამას ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები