ევროკავშირის სანქციები

ბელარუსიელი და ირანელი ოფიციალური პირების მიმართ ევროკავშირის სანქციები ფართოვდება

ევროკავშირმა გადაწყვიტა  გაეფართოვებინა  ბელარუსიელი ოფიციალური პირების სია, რომელთა წინაღმდეგაც  ვრცელდება სანქციები, ქვეყანაში ოპოზიციის  დევნის გამო. გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო  საქმეთა  მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.  192 კაციან სიას კიდევ 16 დაემატა. ევროკავშირის  ტერიტორიაზე მათი აქტივები გაიყინება, ასევე  სიაში შეტანილ პირებს აეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა.  ევროკავშირმა  გააფართოვა ირანელი ოფიციალური პირების „შავი სიაც“. 
 

კომენტარები