ქართული მოდა

Georgian Fashion Week იწყება

Georgian Fashion Week გუშინ რიგით მეოთხედ  დაიწყო.

პირველი ჩვენება დღეს, 14 ოქტომბერს,  რუსთაველის თეატრში გაიმართება, რომელიც ხვალ გაგრძელდება და 16 ოქტომბერს დაიხურება.

კვირეულის ფარგლებში  საკუთარ კოლექციას 13 დიზაინერი წარმოადგენს.

გახსნის ცერემონიას ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა. ღონისძიებას ქართული მოდისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ უცხოელი სტუმრებიც. მოდის კვირეულის გახსნის ცერემონიალზე გამოფენილი იყო ძველი ქართული ტრადიციული სამოსის ნიმუშები. საღამოზე სპეციალური პროგრამა საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ეროვნული კოსტიუმებში შემოსილმა ანსამბლ “სუხიშვილების” მოცეკვავეებმა წარმოადგინეს.

კომენტარები