ყურბან-ბაირამი

მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

მუსლიმები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყურბან-ბაირამობას აღნიშნავენ. მუსლიმთა ერთერთი უმთავრესი რელიგიური დღესასწაული წინასწარმეტყველი აბრაჰიმის მსხვერპლშეწირვის მოხსენებას ეძღვნება.

მუსლიმები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, იემენსა და ეგვიპტეში, ყურ¬ბან-ბა¬ი¬რა¬მობის აღნიშვნისას, იხსენებენ მსხვერპლს, რომელიც ამ წელს გაიღეს.

იემენში ამბოხებული მუსლიმები ყურადღებას პოლიტიკურ თავისუფლებაზე ამახვილებენ, რისთვისაც ბრძოლას ბევრმა მათმა თანამოაზრემ სიცოცხლეც შეწირა. აქტივისტი ვალიდ ალ ამარი ამბობს: ”ყველა ჩვენთაგანი ჩართულია რევოლუციაში, ჩვენ უკან არ დავიხევთ. ჩვენ აქ ვართ ყურბან-ბაირამობის დღეს - ოჯახებთან ყოფნა გვსურს, მაგრამ ჩვენი მშობელი იემენია. ჩვენ ახალ იემენს ავაშენებთ, უფლის ნებით.”

რევოლუციის ნიშნებს ატარებს ეგვიპტური დღესასწაულიც.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ლიდერების, მათ შორის, პრეზიდენტი მაჰმუდ აბასისთვის, დღესასწაულს ისრაელთან დაძაბული ურთიერთობა აფუჭებს.

მუსლიმები მექასაც მოილოცავენ. ითვლება, რომ თითოეულმა მუსლიმმა ეს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გააკეთოს.

 

კომენტარები