ახალი მემარჯვენეები

ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე ისევ დავით გამყრელიძეა

”ახალი მემარჯვენეების”  10-წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობისადმი მიძღვნილ ყრილობაზე  თავმჯდომარედ ისევ დავით გამყრელიძე აირჩიეს.  მან დადო პირობა, რომ  "თუ პარტიას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარლამენტში ვერ დააბრუნებს, აღნიშნულ თანამდებობას დატოვებს".

"პასუხისმგებლობა იმზე, რომ პარტია დღეს პარლამენტში არ არის, ჩემზეა. ამიტომ პირობას ვდებ, რომ თუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიას პარლამენტში ვერ დავაბრუნებ, აღნიშნულ თანამდებობას დავტოვებ, თუმცა კვლავაც დავრჩები პარტიის აქტიურ წევრად", - განაცხადა გამყრელიძემ.  ყრილობაზე "ახალი მემარჯვენეების" ახალი პროგრამა - "ახალი მემარჯვენეები" - მცირე ბიზნესისათვის" დამტკიცდა.  არჩეულ იქნა  პარტიის მთავარი კომიტეტიც.   ყრილობაზე აღინიშნა, რომ პარტიის საგარეო პრიორიტეტები უცვლელი რჩება. ” ნატოზე დაბალ ტონალობაში საუბარი რუსეთის წინაშე კეკლუცობაა. ყველამ თავი უნდა დავანებოთ ამას. საქართველო აუცილებლად შევა ნატოში და ეს მოხდება იმაზე სწრაფად  ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.”- განაცხადა დავით გამყრელიძემ. 

 

კომენტარები