ვატიკანი

პაპი ბენედიქტე - კიდევ ერთხელ სექსუალური სკანდალის შესახებ

პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ კიდევ ერთხელ თანაუგრძნო სასულიერო პირების მიერ სექსუალური ძალადობისგან დაზარალებულ არასრულწლოვნებს. პონტიფექსის განცხადებით ეკლესია აკეთებს ყველაფერს ამ პრობლემების გამოსაძიებლად.

უკანასკნელი წლების განმავლობაში კათოლიკე ეკლესია შეძრა არაერთმა სექსუალურმა სკანდალებმა ევროპასა და აშშ-ში. შაბათს, ამერიკელი ეპისკოპოსებისადმი მიმართვაში პაპი ბენედიქტე შეეხო 2008 წელს აშშ-ში ვიზიტს, როცა ის შეხვდა სამღვდელოების ბოროტმოქმედებისგან დაზარალებულებს.

უკანასკნელი გამოძიების თანახმად, 10600-მა ადამიანმა განაცხადა, რომ ისინი გახდნენ სასულიეროთა ძალადობის მსხვერპლი 1950 წლიდან. ამერიკაში ეკლესიამ გადაიხადა ორი მილიარდი დოლარი 1992 წლიდან, რამაც გამოიწვია ზოგიერთი ეპარქიის გაკოტრება.

ბენედიქტემ განაცხადა, რომ სექსუალური ძალადობა წარმოადგენს ეკლესიის პრობლემას და რომ მისი სათავე თანამედროვე საზოგადოების ქცევაშიც იღებს საფუძველს.

”მე ვიმედოვნებ რომ ეკლესიის კეთილსინდისიერი ძალისხმევა, რომ წინ აღუდგეს არსებულ რეალობას, დაეხმარება ფართო საზოგადოებას ცნოს მიზეზები, ჭეშმარიტი მასშტაბები და დამაგრეველი შედეგები სექსუალური ძალადობისა.” განაცხადა პაპმა.

კომენტარები