მედიცინა

ახალი საავადმყოფო გორში

გორში  ულტრათანამდროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა  საინვესტიციო კომპანია „იავნანა მედი“ -მ ააშენა, რისთვისაც 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ახალი საავადმყოფო ქირურგიული პროფილის არის და 30 საწოლიანია. კლინიკა „იავნანა მედის“ მედპერსონალი მაღალკვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული ,  იქ 95 სპეციალისტი მუშაობს.
საინვესტიციო კომპანია „იავნანა მედი“ გორში  აპირებს კიდევ ერთი საავადმყოფოს აშენებას, რომელიც 70 კაციანი იქნება და 15 თვეში გაიხსნება. ახალი საავადმყოფო გორში პრეზიდენტმა გახსნა. 

კომენტარები