შოუბიზნესი

ნაომი უოტსი პრინცესა დიანას განასახიერებს

ნაომი უოტსი პრინცესა დიანას განასახიერებს. ფილმი სახელად "Caught in Flight" სამეფო ცხოვრების უკანასკნელ წლებზე მოგვითხრობს. მასში აღწერილი იქნება მოვლენები დიანას სიკვდილამდე ორი წლით ადრე, 1997 წლის პარიზის ავტოკატასტროფამდე.

პოლ მაკარტნის ყოფილი ცოლი, ჰეზერ მაილსი პირს მორგანს ადანაშაულებს მისი სატელეფონო ზარების მოსმენაში. მაილსის განცხადებით, ამ გზით ჟურნალისტი მაკარტნის მიერ დატოვებულ გზავნილებს გაეცნო.

ოსკარის ორგანიზატორებმა ნომინაციების წარმდგენთა სიაში კიდევ ერთი ა კლასის მსახიობი შეიყვანეს. პენელოპა კრუსი ერთ-ერთ გამარჯვებულს დაასახელებს. აუდიტორიის წინაშე დაჯილდოების ცერემონიაზე ანჯელინა ჯოლიც წარსდგება.

ბერლინის 62-ე კინოფესტივალმა ხუთშაბათს, 9 თებერვალს სტარტი აიღო. დაიან კრიუგერი ფილმის პრესკონფერენციას დაესწრო, რომლითაც ფესტივალი გაიხსნა - „მშვიდობით, ჩემო დედოფალო“ - ისტორიული დრამა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის პერიოდს აღწერს. ფესტივალი 19 თებერვალს დაიხურება.

 

კომენტარები