ირანი

აჰმადინეჟადი ბირთვული პროგრესის თაობაზე

0 კომენტარი

„უახლოეს დღეებში მსოფლიო ბირთვულ სფეროში რამდენიმე დიდი მიღწევის მოწმე გახდება”, – მიმართა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა 11 თებერვალს, ისლამური რევოლუციის 33-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მრავალათასიან აქციაზე თეირანში შეკრებილ ხალხს. მან ქვეყნის ახალ ბირთვულ მიღწევებზე ისაუბრა და დასავლეთის ქვეყნებთან სადავო პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებისათვის მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა გადაჭრით განაცხადა, რომ ირანი დიალოგს მხოლოდ თანასწორობისა და სამართლიანობის პირობებში დათანხმდება. აჰმადინეჟადის მტკიცებით, ირანი არასოდეს იტყვის უარს ურანის გამდიდრების პროცესზე, რომლის საშუალებითაც ის რეაქტორებისათვის და იარაღისათვის აწარმოებს მასალას. 33-ე წლისთავი შეკრებილ ხალხს ირანში სტუმრად მყოფმა ჰამასის პრემიერ-მინისტრმა, ისმაილ ჰანიამაც მიულოცა. მან პირობა დადო, რომ არასოდეს აღიარებს ირანის და ჰამასის დაუძინებელ მტერს, ისრაელს.

თეირანის საზეიმო შეკრებაზე, ირანმა დეკემბერში ავღანეთის საზღვართან ახლოს დაკავებული აშშ-ის თვითმფრინავის RQ-170-ის მოდელიც წარმოადგინა. სახელმწიფო ტელევიზიამ უპილოტო თვითმფრინავის დაკავების ფაქტი ამერიკის შეერთებული შტატების „გლობალური ქედმაღლობის” წინაღმდეგ, ირანის შეიარაღებული ძალების გამარჯვებად შერაცხა.

ვაშინგტონის სანქციებმა, მათ შორის ნავთობის ემბარგომ (რომელიც ირანის საგარეო შემოსავლების 80%-ს შეადგენდა) და ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვამ, გაეროს სანქციების 4 რაუნდმა და ბოლო დროს ევროკავშირის ეკონომიკურმა სანქციებმა, ვერ შეძლეს ირანის შეჩერება. თეირანის თქმით, ახლა ისინი იძულებულნი არიან, თვითონ აწარმოონ ის, რისი შეძენაც საერთაშორისო სანქციების შედეგად, უცხოურ ბაზარზე აეკრძალათ. მაგალითად, იანვარში პირველად გამოშვებული ბირთვული საწვავის მილები. 2012 წელს აჰმადინეჟადი გეგმავს ბაშერის სამხრეთ პორტში, რუსეთის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის გახსნასაც.

ისრაელი შეშფოთებულია ირანის შესაძლებლობებით. ნეთანიაჰუს მთავრობის რწმენით, სანქციები მხოლოდ დროს მოაგებინებს თეირანს, რომ თავისი ბირთვული შესაძლებლობები მიწისქვეშ, ისრაელის სამხედრო იერიშისაგან დაცულ ადგილას განავითაროს.

აშშ და სხვა მოკავშირეები თვლიან, რომ ისრაელმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სამხედრო შეტევისაგან, რომ სანქციებს ასამუშავებლად მეტი დრო მისცეს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები