რუსეთის მედია

დიმიტრი ანატოლის ძე, ასე არ შეიძლება - ახალი ვიდეო-კლიპი რუსეთში

ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა ლეონიდ პარფიონოვმა, მისმა კოლეგამ ქსენია სობჩაკმა და პოპულარულმა ინტერნეტ-მუსიკოსმა ვასილი ობლომოვმა რუსი ხალხის სახელით სიმღერით მოუწოდეს დმიტრი მედვედევს - დაელაპარაკოს ხალხს. სოციალური ვიდეო-კლიპის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი არა მარტო ბოლო დროს, მთელი თავისი პრეზიდენტობის მანძილზე იყო პასიური და არ გამოთქვამდა მოსაზრებებს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე.

” ჩვენ გწერდთ twitter-ზე, მაგრამ თქვენ დუმდით! Facebook-ზე გწერდით და არ გვპასუხობდი. დმიტრი ანატოლის ძევ , გაგვეცი პასუხი შეკითხვაზე - არის თუ არა ნარინჯისფერი საფრთხე?, დიმიტრი ანატოლის ძე, ასე არ შეიძლება” ისმის ვიდეო-კლიპში, რომლის პრეზენტაციავ შედგა სატელევიზო არხზე “дождь”.

 

კომენტარები