Life

Guide 27 თებერვალი – 4 მარტი

წლისთვის დაბსტეპისა და ემბიენტის მსმენელებს უკვე ახალი საყვარელი კომპოზიცია აქვთ – Kindred. უილიამ ბივენი, იგივე Burial თავისი საკულტო ელექტრონული საუნდით დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად მხოლოდ მინიალბომი შემოგვთავაზა, ის ბევრ ახალ სრულ რელიზს სჯობია. Kindred-ში სამი ტრეკია შესული: Kindred, Loner, Ashtray Wasp.

2)ჯიმი ჩუმ სამოცდაათიანების კინემატოგრაფში შთაგონების წყაროს ძებნა დაიწყო და ის ფილმში „ჟიუსტინი” (1969წ.) აღმოაჩინა.

შედეგად მივიღეთ საკმაოდ საინტერესო კოლაბორაცია ჩუსა და ანუკ ემეს შორის. ჩანთა Justine დიზაინერის გაზაფხულის კოლექციიდან სპორტული სტილისა და ელეგანტურობის სინთეზის მოყვარულებს დააინტერესებს.

3)Nokia-მ დიდი ხანია დათმო საუკეთესო მობილური ტელეფონების მწარმოებლის სტატუსი, რაშიც დიდი წვლილი მის მოძველებულ ოპერაციულ სისტემას მიუძღვის. მიუხედავად ამისა, ბრენდმა მაინც შეინარჩუნა ერთგული თაყვანისმცემლები. ახალი Lumia-ს სერია ამ

უკანასკნელთა რიცხვის გაზრდის მცდელობაა. ის Android-ის სისტემას კონკურენციას მაინც ვერ გაუწევს, თუმცა, თუ Windows Phone-ის მიმართ გულგრილი არ ხართ, Lumia ამ ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე საუკეთესო სმარტფონებს გვთავაზობს და გარეგნულადაც კარგად გამოიყურება. 

 

კომენტარები