ფაუნა

დათვი აშშ-ის ქალაქის ქუჩებში

კალიფორნიის შტატში ქუჩაში  მურა დათვი გამოჩნდა. პარკში მოსეირნე მამაკაცი მობილურ ტელეფონზე კრეფდა ტექსტს, როდესაც მისკენ მიმავალი ცხოველი შენიშნა. მამაკაცმა გაქცევა ბოლო მომენტში მოასწრო.

დათვის დასაჭერად სპეციალური ჯგუფი გამოიძახეს, მის მოქმედებამდე პოლიცია ცხოველის მოძრაობას ვერტმფრენიდან ადევნებდა თვალ-ყურს. სპეციალისტებმა  დათვის დაჭერა მოახერხეს. როგორც გაირკვა საშიში ცხოველი საცხოვრებელ რაიონში რამდენიმე საათის განმავლობაში დასეირნობდა.   პოლიციის ვარაუდით, ეს იგივე დათვია, რომელიც ერთი თვის წინ ერთ-ერთ ავტოფარეხში შევიდა , მაცივარი დაამტვრია და მასში შენახულ პროდუქტს შეექცა. 

კომენტარები