Life

Guide 9 -15 აპრილი

აქსესუარში ორი ტენდენციის გაერთიანება, ხშირად, საინტერესო შედეგს იძლევა. ყოველ შემთხვევაში, ეს მოდური ნივთის შექმნის კარგი წინაპირობაა. პითონისა და ნიანგის ტყავის, ასევე ფერების ბლოკირების თემის გამოყენებით შეიქმნა DUDE, Barbara Bui-ს ახალი ჩანთა, რომელიც ელეგანტური სპორტული სტილის მოყვარულებს მოეწონებათ.

სიუზან კოლინზის რომანის – „მშიერთა თამაშები” – ეკრანიზაციის მსოფლიო პრემიერა 22 მარტს შედგა, ჩვენთან კი ფილმი ეკრანებზე ახლახან გამოვიდა. თუ ანტიუტოპიის მოყვარული ხართ, გარი როსის ნამუშევარი აუცილებლად უნდა ნახოთ. აშშ-ში „მშიერთა თამაშებმა” ერთ უიქენდზე სალაროში 152 მილიონ დოლარზე მეტი შეიტანა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ისეთი ფილმისთვის, რომელიც რაიმეს სიქველს არ წარმოადგენს.

სმარტფონი დიდი ხანია ფუფუნება აღარ არის, რასაც ვერ ვიტყვით Vertu-ს ახალ სათამაშოზე. ძვირადღირებული Constellation Quest Ferrari-ის შექმნის ინსპირაციის წყაროდ Ferrari 458 Italia იქცა. ის ძვირფასი მასალებისგანაა დამზადებული, თუმცა ძველი სიმბიანის, პატარა ეკრანისა და სხვა სუსტი ტექნიკური მახასიათებლების გამო, ეს სმარტფონი ლუქს კლასის კატეგორიაში მხოლოდ დიზაინის წყალობით თუ მოხვდება.

 

 

კომენტარები