რეცეპტი

მოხარშული მიდიები ნივრით და ლემონგრასით


2 ულუფა 12 ც. მიდია 50 გრ. ლემონგრასი 50 გრ. ლაიმის ფოთოლი 50 გრ. გალინგალი 20 გრ. ლიმონის წვენი 6 ც. მწვანე, მწარე წიწაკა 3 კბილი ნიორი 100 გრ. ქინძი 30 გრ. შაქარი სალათის ფოთლები მარილი 200 გრ. წყალი ჯამში: 15 ლარი

მომზადების წესი:

ქვაბში ჩაასხით 100 გრ. წყალი. დაუმატეთ 50 გრ. ლემონგრასი, 50 გრ. ლაიმის ფოთოლი, 50 გრ. გალინგალი და აადუღეთ.

ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მიდიები და ხარშეთ 10 წუთი.

სოუსისთვის:

3 კბილი ნიორი, 100 გრ. ქინძი და 1 ბულგარული წიწაკა დააბლენდერეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ 20 გრ. ლიმონის წვენი, 30 გრ შაქარი, მარილი გემოვნებით და კარგად გადაურიეთ.

მოხარშული მიდიები მოათავსეთ ცეცხლგამძლე ლანგარზე, მოასხით გამზადებული სოუსი და გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 5-10 წუთი.

თეფშზე დადეთ სალათის ფოთლები, მოათავსეთ მასზე მიდიები და კერძი მზად არის.

კომენტარები