ევროპის ჩემპიონატი

ვარლამ ლიპარტელიანის ოქრო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა რუსეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლიპარტელიანმა ლიპარტელიანმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი გრიგორი სულემინი იპონით დაამარცხა. ფინალამდე ესპანელი, ბრიტანელი, აზერბაიჯანელი და ფრანგი მეტოქეები ჩამოიშორა.

ვერცხლის მედალს დაეუფლა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ადამ ოქრუაშვილმა. ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

ევროპის ჩემპიონატმა სტარტი რუსეთში 26 აპრილს აიღო და მასში საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

 

კომენტარები