მახათას მთა

მანდატურები მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაში ერთვებიან

სასწავლო დაწესებულებების მანდატურები მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში აქტიურად ჩაერთვნენ. ამის შესახებ წერს ნეტგაზეთი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. მანდატურები მთელი დღის განმავლობაში ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდნენ. მოგვიანებით კი თბილისის მერიის გამწვანების ხელმძღვანელთან, გიორგი ქორქაშვილთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვიპაროსის 300 ნერგიც დარგეს. სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამით მანდატურები თავიანთ წვლილს შეიტანენ „ქვეყნის აღმშენებლობისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეში.“

კომენტარები