ესტონეთი

პოლიციის რეფორმის ესტონური გაკვეთილი

პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცი­დან NATO-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვ­ლა უკ­ვე მო­ა­ხერ­ხეს ლიტ­ვამ, ლატ­ვი­ამ და ეს­ტო­ნეთ­მა. მათ­გან ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ეს­ტო­ნე­თი­ა, რო­მე­ლიც სტა­ბი­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის გარ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მი­თაც და­იკ­ვეხ­ნის. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან შე­იძ­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბა.

ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ეს­ტო­ნეთ­ში ეს რე­ფორ­მა 1990-იან წლებ­ში­ვე და­იწყო და ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­თა მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სტრუქ­ტუ­რად გარ­დაქ­მ­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ორი­ვე­გან და­ი­ნერ­გა ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ერ­თი ფან­ჯ­რის პრინ­ცი­პი.

რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე ეს­ტო­ნეთ­ში, შემ­ცირ­და პო­ლი­ცი­ელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 85,000-დან 26,000-მდე, ეს­ტო­ნეთ­ში კი 8,000-დან 3,200-მდე, რი­თაც ეს­ტო­ნე­ლე­ბი მი­უ­ახ­ლოვ­დ­ნენ პო­ლი­ცი­ელ­თა და მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­ფარ­დე­ბის სკან­დი­ნა­ვი­ურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს. ლიტ­ვა­ში 11,000 პო­ლი­ცი­ე­ლი­ა, ლატ­ვი­ა­ში – 7,000. ყო­ველ 100,000 ადა­მი­ან­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 580 პო­ლი­ცი­ე­ლი მო­დის, ეს­ტო­ნეთ­ში – 250, ლიტ­ვა­ში – 330, ლატ­ვი­ა­ში – 370.

ეს­ტო­ნეთ­ში შე­იც­ვა­ლა პო­ლი­ცი­ა­ში მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის ეთ­ნი­კუ­რი ბა­ლან­სიც. 1991 წელს ეს­ტო­ნელ პო­ლი­ცი­ელ­თა 2/3 ეთ­ნი­კუ­რად რუ­სი იყო. დე­და­ქა­ლაქ ტა­ლინ­ში რუს პო­ლი­ცი­ელ­თა წი­ლი 90 პრო­ცენტს აღ­წევ­და. უკ­ვე 1990-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ო­დის­თ­ვის პო­ლი­ცი­ელ­თა 75% ეთ­ნი­კუ­რი ეს­ტო­ნე­ლი იყო. პო­ლი­ცი­ა­ში სამ­სა­ხუ­რი მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­და ქა­ლე­ბის­თ­ვის – პერ­სო­ნა­ლის 1/3 მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. ლიტ­ვა­ში ქალ პო­ლი­ცი­ელ­თა წი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 20 პრო­ცენ­ტი­ა, ლატ­ვი­ა­ში 25%. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი, 2006 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქა­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 8 პრო­ცენტს შე­ად­გენ­დ­ნენ.

ეს­ტო­ნეთ­ში, სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნამ­დე, პო­ლი­ცი­ელ­თათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტეს­ტებს გა­დი­ან.

ეს­ტო­ნუ­რი რე­ფორ­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი იყო პო­ლი­ცი­ის პრე­ფექ­ტუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ოთხამ­დე შემ­ცი­რე­ბა. მა­თი საზღ­ვ­რე­ბი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის საზღ­ვ­რებს არ ემ­თხ­ვე­ვა. ამით ეს­ტო­ნე­ლებ­მა კო­რუფ­ცი­ის რის­კი შე­ამ­ცი­რეს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პო­ლი­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­ს­პექ­ცია უწევს მო­ნი­ტო­რინგს. 2003-2010 წლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ბრალ­დე­ბით 1,000-ზე მე­ტი პო­ლი­ცი­ე­ლი და­ა­კა­ვეს.

2005 წელს ეს­ტო­ნეთ­მა ე.წ. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის (E-police) პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვა და­იწყო. ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლი­სა და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის მოხდა ახა­ლი სის­ტე­მე­ბის იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცია და გა­ი­ზარ­და პო­ლი­ცი­ის მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ებს კი სახ­ლი­დან გა­უს­ვ­ლე­ლად, ინ­ტერ­ნე­ტით შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ითხო­ვონ სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია და თვა­ლი ადევ­ნონ თა­ვი­ან­თი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი თუ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას. ასე­თი სის­ტე­მე­ბის და მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ნერ­გ­ვა ლიტ­ვა­სა და ლატ­ვი­ა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

2010 წელს ეს­ტო­ნე­ლებ­მა კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლის ცენ­ტ­რა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ა, უსაფ­რ­თხო­ე­ბის პო­ლი­ცი­ა, საზღ­ვ­რის დაც­ვი­სა და იმიგ­რა­ცი­ი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი ერთ სტრუქ­ტუ­რად, პო­ლი­ცი­ი­სა და საზღ­ვ­რის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტად გარ­დაქ­მ­ნეს.

ეს­ტო­ნე­ლებს თა­ვი­ან­თი რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბის სა­ზო­მად მკვლე­ლო­ბე­ბის რიცხ­ვის შემ­ცი­რე­ბა მოჰ­ყავთ – 1994 წელს ქვე­ყა­ნა­ში 365 მკვლე­ლო­ბა მოხ­და, 2010 წელს – 80. 2009 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს­ტო­ნეთ­ში ყო­ველ 100,000 მო­სახ­ლე­ზე 7 მკვლე­ლო­ბა მო­დი­ო­და, ლიტ­ვა­ში – 9, ლატ­ვი­ა­ში – 5. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2011 წელს 336 მკვლე­ლო­ბა ან მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა აღი­ნიშ­ნა (ყოველ 100,000 მო­სახ­ლე­ზე – 7.5). ჩვენ­თან რე­ფორ­მის შემ­დეგ აღ­რიცხუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის რიცხ­ვი გა­ი­ზარ­და და 2011 წელს სხვა­დას­ხ­ვა სიმ­ძი­მის და­ახ­ლო­ე­ბით 32,000 და­ნა­შა­უ­ლი აღი­რიცხა – ორ­ჯერ მე­ტი, ვიდ­რე 2003-ში. ამ ცვლი­ლე­ბას და­ნა­შა­უ­ლის რე­გის­ტ­რა­ცი­ის სის­ტე­მის შეც­ვ­ლა­სა და პო­ლი­ცი­ის ეფექ­ტუ­რო­ბის ზრდას უკავ­ში­რე­ბენ.

რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბის რე­ა­ლუ­რი ინ­დი­კა­ტო­რი პო­ლი­ცი­ის მი­მართ მო­სახ­ლე­ო­ბის ნდო­ბა­ა. 2010 წელს ლიტ­ვა­ში პო­ლი­ცი­ას ნდო­ბას უცხა­დებ­და მო­სახ­ლე­ო­ბის 60%, ლატ­ვი­ა­ში – 65%. ეს­ტო­ნეთ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი, 1990-იან წლებ­თან შე­და­რე­ბით, პო­ლი­ცი­ი­სად­მი ნდო­ბა 10-15 პრო­ცენ­ტი­დან 85-90 პრო­ცენ­ტამ­დე გა­ი­ზარ­და.

 

კომენტარები