სოციალური დახმარება

სოციალური დახმარების მიღებისთვის საჭირო პერიოდი მცირდება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაზღვევით სარგებლობისა და სოციალური დახმარების მიღებისთვის საჭირო დრო ორ თვემდე მცირდება.

ახალი ინიციატივის თანახმად, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები დაზღვევასა და შემწეობას ხუთი თვის ნაცვლად ორი თვის ვადაში მიიღებენ.

,,დღემდე არსებული სისტემით, როდესაც ოჯახი მიიღებდა ქულას და მას სახელმწიფოსგან ეკუთვნოდა დაზღვევაც, დიდი ხანი უწევდა მოცდა იმისთვის, რომ ფულადი დახმარება ან დაზღვევის პოლისი მიეღო. ჩვენ ეს პერიოდი ორ თვემდე შევამცირეთ, რაც ამ მომსახურეობის ხელმისაწვდომობის ხარისხს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.’’-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამ დრომდე სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარების მისაღებად მოცდა ქულის მინიჭებიდან 3-4 თვე უწევდათ, ხოლო დაზღვევით სარგებლობა 5-6 თვის თავზე შეეძლოთ.

ამიერიდან ოჯახი, რომელსაც 57 000 ქულაზე ნაკლები მიენიჭება, ორ თვეში მიიღებს როგორც სოციალურ დახმარებას, ასევე დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შესაძლოა აღნიშნული ვადა მინიმუმადე, ერთ თვემდე შემცირდეს.

კომენტარები