რეცეპტი

კვერცხი სანელებლებით

2 ულუფა 4 კვერცხი 100 გრ. არაჟანი 50 გრ. ნაღები 50 გრ. ყველი პირშუშხა მარილი პილპილი ჯამში: 8 ლარი

მომზადების წესი:

მოხარშეთ კვერცხი. როდესაც კარგად მოიხარშება, გააცივეთ, ფრთხილად გაჭერით შუაში და ამოაცალეთ გული.

გახეხეთ 50 გრ. ყველი, შეურიეთ კვერცხის გულს, დაუმატეთ 100 გრ. არაჟანი, 50 გრ. ნაღები, პირშუშხა გემოვნებით და კარგად გადაურიეთ.

მიღებულ მასას დაუმატეთ მარილი და პილპილი.

კვერცხის გულის მასა გადაანაწილეთ 8 ცალ მოხარშულ ცილაში.

გასაფორმებლად გამოიყენეთ წითელი წიწაკა.

 

კომენტარები