ინდონეზია

ინდონეზიის კუნძულზე მომხდარი აფეთქების ორგანიზატორს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ინდონეზიის სასამართლომ დღეს ისლამისტ ექსტრემისტს, უმარ პათეკის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პათეკი დამნაშავედ ცნეს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 2002 წელს განხორცილებული აფეთქების ორგანიზებაში.

2002 წლის ოქტომბერში მომხდარი ტერაქტის შედეგად 200 - ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ინდონეზიის, ავსტრალიის და აშშ-ის მოქალაქეები.

პათეკი ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მოძრაობის ლიდერი იყო.

სასამართლომ უმარ პათეკი აგრეთვე, სხვა ტერაქტთან დაკავშირებით ცნო დამნაშავედ. 2000 წელს ჯაკარტას ქრისტიანულ ეკლესიასთან განხორციელებულ აფეთქებას 19 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავად ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ აღნიშნულ აფეთქებებში მას მცირე წვლილი მიუძღვის.

 

კომენტარები