ილია მეორე

კათოლიკოს-პატრიარქმა ახალგაზრდები დალოცა

დღეს სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ახალგაზრდები დალოცა. როგორც ცნობილია, ეკლესიამ 24 ივნისი ახალგაზრდობის დღედ დააწესა. ილია მეორემ საკვირაო წირვის შემდეგ განაცხადა, რომ "ახალგაზრდების აღზრდაში მონაწილეობა ოჯახმა, სკოლამ და ეკლესიამ უნდა მიიღონ. ხშირად, ახალგაზრდები მაქსიმალისტები არიან და სურთ, ყველაფერი ერთ წუთში გამოასწორონ – ქვეყანაში, ოჯახში ან თუნდაც საზოგადოებაში. ეს ასე ვერ ხდება. ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა სრულდებოდეს. ერთი დიდი ადამიანი ამბობდა, გამოვასწორებ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერსო, მაგრამ ვერ გამოასწორა".

სამების საკათედრო ტაძარში დღეს აბიტურიენტებთან ერთად, ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელსაც კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და მისი შვილი, ბერა ივანიშვილიც შეუერთდნენ. ” ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა და ის ქვეყნის სასიკეთოდ უნდა იყოს გამოყენებული," - თქვა კათოლიკოსმა. 

 

კომენტარები