ბათუმი

მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ორი ახალი სასტუმრო გახსნა

მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში კერძო ტიპის ორი ახალი სასტუმრო გახსნა. პრეზიდენტის Facebook - ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ახალი დასასვენებელი კომპლექსის დათვალიერებისას მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში კერძო ინვესტიციების, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მაგალითად ახლად გახსნილი სასტუმროები მოიყვანა.

საქართველოს პირველი პირის თქმით, აჭარაში, სადაც ყოველწლიურად იზრდება ტურისტთა რიცხვი, უფრო მეტი მოთხოვნილება გაჩნდა სასტუმროებზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

პრეზიდენტის Facebook - ის ოფიციალური გვერდის ცნობით, ბათუმში ყოფილი საზღვაო ადმინისტრაციის შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ ბუტიკის ტიპის ახალი 30-ნომრიანი სასტუმრო "World Batumi" გაიხსნა. გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე 14-სართულიანი სასტუმრო "აისი" აშენდა, რომელშიც 38 ნომერია განთავსებული. 

 

კომენტარები