ეუთო-საქართველო

ეუთო საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას დღეს დაამტკიცებს

0 კომენტარი

დღეს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას დაამტკიცებს.

ათპუნქტიან დოკუმენტში, სახელწოდებით ,,საქართველოში არსებული ვითარება’’  საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეუთოს 2007 წლის რეზოლუციის შესრულების აუცილებლობაზე, რომელიც ეუთო-ს სივრცეში კონფლიქტების დარეგულირებას გულისხმობს.

,,ხაზს ვუსვამთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ დადგენილ საზღვრებში. შეშფოთებული ვართ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული მდგომარეობით, როგორც საქართველოში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ასევე მათი უფლების არაღიარებით, დაუბრუნდნენ საცხოვრებელ ადგილებს.’’-ნათქვამია ეუთოს რეზოლუციის პროექტში.

რეზოლუციის ტექსტში ეუთო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულება.

,,ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დაჟინებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასა და პარლამენტს, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობებს, წინააღმდეგობის გარეშე დაუშვან ევროკავშირის დამკვირვებლები  ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს. მოუწოდებს მათ, უზრუნველყონ იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ‘’-ნათქვამია დოკუმენტში.  

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 30 მაისს საქართველოში გამართული ადგილობრივი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც ეუთო-ს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესაბამისად იყოს ორგანიზებული. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები