დაკავება

ლილოში ქლორის გაჟონვის საქმეზე შპს სენტიმენტ ჯიემჯის წარმომადგენელი დააკავეს

ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის საქმეზე, სამართალდამცველებმა შპს სენტიმენტ ჯიემჯის წარმომადგენელი გოჩა ყულეჭიშვილი დააკავეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და ადმინისტრაციის უფროსის, შოთა ხიზანიშვილის განარტებით, აღნიშნული კომპანია პასუხისმგებელი იყო ქლორის ავზის უსაფრთხოების წესების დაცვაზე.

,,ეს კომპანია ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც პასუხისმგებელი იყო იმაზე, რომ ქლორის ავზის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გარემოს დაბინძურებით ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს"-განაცხადა შოთა ხიზანიშვილმა.

დაკავებულს ბრალს 24 საათის განმავლობაში წაუყენებენ. 

ერ­თი კვი­რის წინ ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში ავ­ზი­დან ქლო­რის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად, 70-ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი მო­ი­წამ­ლა, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.  მოწამლულთაგან ერთი ადამიანი, 18 წლის ლაშა ნარიმანიძე გუშინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, რამდენიმე დღის წინ ავ­ზის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის, შპს კრის­ტა­ლის ხელ­მძღვა­ნელს, ლე­ვან და­თუ­აშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. 

კომენტარები