ბათუმი

ბათუმის საკრებულომ დელფინარიუმის ხელმძღვანელი შეცვალა

ბათუმის საკრებულომ შპს მენეჯმენტ სერვისის მმართველობაში მყოფი, ბათუმის დელფინარიუმის ხელმძღვანელი თანამდებობიდან მოხსნა და მის ნაცვლად ახალი დირექტორი დანიშნა.

დელფინარიუმის ახალმა დირექტორმა, გელა ბოლქვაძემ, რომელიც ამ დრომდე ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი იყო, ნატალია ზოიძის ადგილი დაიკავა.

ნატალია ზოიძე აცხადებს, რომ ის კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერია და აქვს თუ არა ,,მის თანამდებობიდან გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივი, ჯერ არ იცის.''

შპს მენეჯმენტ სერვისის დირექტორი ბესიკ დემეტრაშვილი დელფინარიუმის ხელმძღვანელის შეცვლას უკანონობად აფასებს. მისი თქმით,  ნატალია ზოიძე საქმეს კარგად უძღვებოდა და დირექტორის შეცვლის საკითხი მმართველ კომპანიასთან, მენეჯმენტ სერვისთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული.

ბათუმის დელფინარიუმის დამფუძნებელი ქალაქ ბათუმის მერიაა, ობიექტის მართვას კი 2011 წლის 18 მაისიდან შპს მენეჯმენტ სერვისი ახორციელებს. 

კომენტარები