ფოკუსი

მასიური ჰიგსტერია

დიდი ადრონული კოლაიდერი

ბუ­ნე­ბის წარ­მო­სახ­ვის უნა­რი ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა ადა­მი­ა­ნი­სას... ის არას­დ­როს მოგ­ვ­ცემს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას

რი­ჩარდ ფა­ინ­მე­ნი
 

დიდი ადრონული კოლაიდერი
რო­მელ­მან შექ­მ­ნა სამ­ყა­რო

მეც­ნი­ე­რე­ბა კი­დევ ერ­თი ნა­ბი­ჯით მი­უ­ახ­ლოვ­და სამ­ყა­როს შექ­მ­ნის სა­ი­დუმ­ლოს გა­მოც­ნო­ბას – გავ­რ­ცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ჰიგ­სის ნა­წი­ლა­კის, იგი­ვე ბო­ზო­ნის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ.

ეს მოვ­ლე­ნა ამ­ყა­რებს ერ­თ­-ერთ თე­ო­რი­ას, რო­მელ­საც სტან­დარ­ტულ მო­დელს უწო­დე­ბენ. ამ თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, სამ­ყა­როს და­ბა­დე­ბის ის­ტო­რია და­ახ­ლო­ე­ბით ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა – იყო და არა იყო რა... ჩვე­ნი სამ­ყა­რო და­ი­ბა­და 13.7 მი­ლი­არ­დი წლის წინ კო­ლო­სა­ლუ­რი ენერ­გი­ით და­მუხ­ტუ­ლი, ძა­ლი­ან მხურ­ვა­ლე პა­ტა­რა წერ­ტი­ლის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად. აფეთ­ქე­ბი­დან ერთ მეტ­რი­ლი­ო­ნედ წამ­ში არ­სე­ბულ სივ­რ­ცე­ში მი­მო­ი­ფან­ტა ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი და რა­დი­ა­ცი­უ­ლი ენერ­გი­ა, რო­მე­ლიც ეგ­რეთ წო­დე­ბულ ჰიგ­სის ვე­ლად გარ­და­იქ­მ­ნა. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად სამ­ყა­რომ გა­ციება და გა­ფარ­თო­ე­ბა და­იწყო.

პირ­ველ­ყო­ფილ ნა­წი­ლა­კებს მა­სა არ ჰქონ­დათ და, ამ თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ჰიგ­სის ველ­თან ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბით შე­ი­ძი­ნეს. ამით ისი­ნი გა­და­იქ­ც­ნენ კომ­პ­ლექ­სურ ნა­წი­ლა­კე­ბად, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ მატერია წარ­მოშ­ვა.

სტან­დარ­ტუ­ლი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით, ჰიგ­სის ვე­ლია ყვე­ლა­ფე­რი, რაც სამ­ყა­როს ავ­სებს და კოს­მი­ურ სხე­უ­ლებს გარს აკ­რავს. ნა­წი­ლა­კე­ბი კი ჰიგ­სის ველ­თან ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბენ.

ამ ფე­ნო­მე­ნის ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლად შეგ­ვიძ­ლია კოს­მო­სი დიდ აკ­ვა­რი­უ­მად წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ. მი­სი ბი­ნად­რე­ბის­თ­ვის წყა­ლი ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო­ა. ასე­ვეა კოს­მოს­ში ჰიგ­სის ვე­ლი.

ქარ­თ­ვე­ლი თე­ო­რი­უ­ლი ფი­ზი­კო­სი, გი­ორ­გი ლავ­რე­ლაშ­ვი­ლი ჰიგ­სის ნა­წი­ლა­კის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას შემ­დეგ­ნა­ი­რად ხსნის: “წარმოიდგინეთ, სტან­დარ­ტუ­ლი მო­დე­ლი ამოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი პი­რა­მი­და­სა­ვით იდ­გა ჰიგ­სის ნა­წი­ლაკ­ზე – მი­სი არარ­სე­ბო­ბა

ნიშ­ნავ­და, რომ სამ­ყა­როს ახ­ს­ნის მე­ქა­ნიზ­მი, რო­გორც მას ჩვენ დღეს ვიც­ნობთ, არას­წო­რი იყო და ყვე­ლა­ფე­რი სუფ­თა ფურ­ც­ლი­დან უნ­და დაგ­ვეწყო. ჰიგ­სის ნა­წი­ლა­კის არ­სე­ბო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა სა­ბო­ლო­ოდ თავ­-­თა­ვის ად­გილს მი­უ­ჩენს ყვე­ლა ნა­წი­ლაკს სტან­დარ­ტულ მო­დელ­ში. და ჩვენ გვექ­ნე­ბა თით­ქ­მის სრუ­ლი სუ­რა­თი იმი­სა, თუ რის­გან შედ­გე­ბა სამ­ყა­როს სტრუქ­ტუ­რა, რა იჭერს ერ­თად იმ­ხე­ლა მა­სას, რა­საც კოს­მო­სი ჰქვია და რა­ტომ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ის ისე, რო­გორც გა­მო­ი­ყუ­რე­ბა”.

აინი­სა რა­მი­რე­სი იელის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ჰიგ­სის ნა­წი­ლა­კის აღ­მო­ჩე­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ხაზ­გა­სას­მე­ლად შემ­დეგ მა­გა­ლი­თებს იყე­ნებს:

•კო­პერ­ნი­კის რე­ვო­ლუ­ცი­ა, რო­მელ­მაც დე­და­მი­წის ნაც­ვ­ლად სამ­ყა­როს ცენ­ტ­რად მზე გა­მო­აცხა­და. თა­ვის დრო­ზე ამ აღ­მო­ჩე­ნის პირ­და­პი­რი ეფექ­ტის და­ნახ­ვა თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, პი­რი­ქით, სა­ში­შიც კი, რად­გან მა­ნამ­დე არ­სე­ბულ ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნას უარ­ყოფ­და.

• ელექ­ტ­რო­ნის აღ­მო­ჩე­ნა. 1897 წელს ვე­რა­ვის წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ელექ­ტ­რო­ნის, რო­გორც ნა­წი­ლა­კის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შებ­და მო­მა­ვალ ტექ­ნო­ლო­გი­ურ პროგ­რეს­ში. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ცხოვ­რე­ბა ტე­ლე­ვი­ზო­რის, სმარ­ტ­ფო­ნე­ბი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის გა­რე­შე.

ჰიგ­სის ბო­ზო­ნის ბუ­ნე­ბის ასახ­ს­ნე­ლად მა­გა­ლი­თად ჰო­ლი­ვუ­დის ჯეტ სე­ტის წვე­უ­ლე­ბა მოჰ­ყავთ, სა­დაც სტუმ­რებს შო­რის არი­ან კი­ნო­სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, აგენ­ტე­ბი, იქ­ვეა მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ასეთ წვე­უ­ლე­ბა­ზე შე­მო­დის დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­საც არა­ვინ იც­ნობს, შე­სა­ბა­მი­სად, ის არა­ვის ყუ­რადღე­ბას არ იპყ­რობს და ბა­რამ­დე ყო­ველ­გ­ვა­რი სირ­თუ­ლის გა­რე­შე აღ­წევს. ახ­ლა წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოთახ­ში შე­მო­დის ჯო­ნი დე­პი, მის გარ­შე­მო უც­ბად შეგ­როვ­დე­ბი­ან წვე­უ­ლე­ბის სტუმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ხე­ლი ჩა­მო­არ­თ­ვან, გა­მო­ეც­ნა­უ­რონ და და­ე­ლა­პა­რა­კონ ცნო­ბილ მსა­ხი­ობს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი სუ­ბა­ტო­მუ­რი ნა­წი­ლა­კე­ბის დო­ნე­ზე რომ და­ვიყ­ვა­ნოთ, ჯო­ნი დე­პი იქ­ნე­ბა შე­და­რე­ბით მძი­მე ნა­წი­ლა­კი, ვიდ­რე დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი წო­ნა არ აქვს. წვე­უ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ჰიგ­სის ვე­ლის ანა­ლო­გი­ა, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი ნა­წი­ლა­კი არის თავ­მოყ­რი­ლი, ჯო­ნი დეპს გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში ხელს შე­უშ­ლი­ან აგენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მას გარს შე­მო­ეხ­ვე­ვი­ან. ფი­ზი­კა­ში, გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში ნა­წი­ლა­კებს ხელს უშ­ლის მა­სა, რო­მელ­საც ჰიგ­სის ნა­წი­ლა­კი ანი­ჭებს. ანუ აგენ­ტე­ბი ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში არი­ან ჰიგ­სის ნა­წი­ლა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰიგ­სის ველ­ში არი­ან გა­ფან­ტულ­ნი და სხვა­დას­ხ­ვა ნა­წი­ლა­კებს სხვა­დას­ხ­ვა წო­ნას ანი­ჭე­ბენ. სხვა­დას­ხ­ვა გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი წყვე­ტენ, რო­მელ მსა­ხი­ობს მი­აქ­ცი­ონ მე­ტი ყუ­რადღე­ბა. ჰო­ლი­ვუ­დის წვე­უ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვენ ვი­ცით რა კრი­ტე­რი­უ­მით ფას­დე­ბი­ან ყუ­რადღე­ბის ღირ­სი მსა­ხი­ო­ბე­ბი, ხო­ლო პა­სუ­ხი იმა­ზე, თუ რა გა­ნა­პი­რო­ბებს ნა­წი­ლა­კე­ბის ერ­თ­მა­ნე­თით და­ინ­ტე­რე­სე­ბას – უც­ნო­ბი­ა.

უნა­რი­დან, მა­სა შეს­ძი­ნოს ელე­მენ­ტა­რულ ნა­წი­ლა­კებს, გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ჰიგ­სის ბო­ზო­ნის პო­პუ­ლა­რუ­ლი მეტ­სა­ხე­ლი „ღმერთის ნა­წი­ლა­კი”. ის ლე­ონ ლე­დერ­მა­ნის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის წიგ­ნის გა­მო­ცე­მის შემ­დეგ დამ­კ­ვიდ­რ­და 1990-იან წლებ­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად წიგნს „ღმერთისგან დაწყევ­ლი­ლი ნა­წი­ლა­კი” – The Goddamn Particle ერ­ქ­ვა, რად­გან მი­სი პოვ­ნა ასე­თი რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. თუმ­ცა ლე­დერ­მანს გა­მომ­ცე­მელ­მა ურ­ჩია წიგ­ნის­თ­ვის „ღმერთის ნა­წი­ლა­კი” ეწო­დე­ბი­ნა, მი­სი თვი­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მეტ­სა­ხე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში აით­ვალ­წუ­ნეს.

ფრანსუა ანგლერი და პიტერ ჰიგსი
ვინც ეძებს, პო­უ­ლობს – დი­დი აფეთ­ქე­ბა 100 მეტ­რის სიღ­რ­მე­ზე

სამ­ყა­როს მის­ტე­რი­ე­ბის ამოხ­ს­ნი­სას მხო­ლოდ თე­ო­რე­ტი­კო­სე­ბი ვე­რა­ფერს გახ­დე­ბოდ­ნენ, ექ­ს­პე­რი­მენ­ტა­ტო­რე­ბის გა­რე­შე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რამ­დე­ნად ელე­გან­ტუ­რია თე­ო­რი­ა, ის მხო­ლოდ მას შემ­დეგ მკვიდ­რ­დე­ბა, რაც ექ­ს­პე­რი­მენ­ტის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა იმ პა­რა­მეტ­რე­ბის და­ნახ­ვა, რო­მელ­საც თე­ო­რი­უ­ლი მო­დე­ლი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებს. ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტ­რ­ში (ცერნი) გან­თავ­სე­ბუ­ლი დი­დი ად­რო­ნუ­ლი კო­ლა­ი­დე­რი.

ერ­ლან­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, რე­ზო შა­ნი­ძე გრან­დი­ო­ზუ­ლი ამაჩ­ქა­რებ­ლის, იგი­ვე კო­ლა­ი­დე­რის, სა­ჭი­რო­ე­ბას შემ­დეგ­ნა­ი­რად ხსნის: იმ ნა­წი­ლა­კე­ბის წარ­მოქ­მ­ნა, რო­მე­ლიც სამ­ყა­როს სა­შენ მა­სა­ლას წარ­მო­ად­გენს, დამ­ზე­რა­დი მხო­ლოდ მა­ღა­ლი ენერ­გი­ის პი­რო­ბებ­ში­ა.

კო­ლა­ი­დერ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით არის და­ცუ­ლი ის პი­რო­ბე­ბი, რაც მეც­ნი­ე­რე­ბის ვა­რა­უ­დით, დი­დი აფეთ­ქე­ბი­დან ერთ მეტ­რი­ლი­ო­ნედ წამ­ში დად­გა ღია კოს­მოს­ში. ამაჩ­ქა­რე­ბე­ლი მთელ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე ცი­ვი ად­გი­ლი­ა. ტემ­პე­რა­ტუ­რა ნა­წი­ლა­კე­ბის შე­ჯა­ხე­ბი­სას მის გვი­რაბ­ში -271°C-მდე ეცე­მა. ის ისე­ვეა სავ­სე სი­ცა­რი­ე­ლით, რო­გორც კოს­მო­სი იყო დიდ აფეთ­ქე­ბამ­დე. წამ­ში 40 მი­ლი­არ­დი შე­ჯა­ხე­ბა ხდე­ბა. ამ­დე­ნად, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია იმ მო­ნა­ცემ­თა სიმ­რავ­ლე, რომ­ლის და­მუ­შა­ვე­ბაც ცერ­ნ­ში მო­მუ­შა­ვე ფი­ზი­კო­სებს უხ­დე­ბათ. ნა­წი­ლა­კე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ხდე­ბა ამ მო­ნა­ცემ­თა შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით – მა­თი დი­დი ნა­წი­ლის ქცე­ვა უკ­ვე დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია და თუ აფეთ­ქე­ბი­სას რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლა­კი უჩ­ვე­უ­ლოდ იქ­ცე­ვა, სა­ვა­რა­უ­დო­ა, რომ შე­ჯა­ხე­ბი­სას ჯერ კი­დევ უც­ნო­ბი ნა­წი­ლა­კი წარ­მო­იქ­მ­ნა. სწო­რედ ასე იპო­ვეს, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ჰიგ­სის ბო­ზო­ნი.

მეც­ნი­ე­რე­ბი ექ­ს­პე­რი­მენ­ტის და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის სიმ­ძ­ლავ­რე­ებს ზო­მა­ვენ სტა­ტის­ტი­კურ შკა­ლა­ზე 1 სიგ­მა­დან 5 სიგ­მამ­დე. 1 სიგ­მა ყვე­ლა­ზე სუს­ტი­ა, 5 სიგ­მა – ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი. მა­გა­ლი­თად, 3 სიგ­მა დამ­ზე­რად ით­ვ­ლე­ბა, 5 სიგ­მა კი უკ­ვე აღ­მო­ჩე­ნა­ა. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რომ ორ­მა სხვა­დას­ხ­ვა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, კონ­კუ­რენ­ტ­მა ჯგუფ­მა ერ­თ­დ­რო­უ­ლად გა­ნაცხა­და სა­ვა­რა­უ­დო აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ – ATLAS-მა და CMS-მა 4.9 და 5 სიგ­მას და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი მი­ა­ნი­ჭეს მათ დაკ­ვირ­ვე­ბებს. ეს კი იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, ჰიგ­სის ნა­წი­ლა­კი აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ა, რაც სტან­დარ­ტუ­ლი მო­დე­ლის სის­წო­რეს ადას­ტუ­რებს.

გა­მო­რიცხუ­ლი არ არის, რომ ახ­ლა­დაღ­მო­ჩე­ნილ­მა ნა­წი­ლაკ­მა მო­მა­ვალ­ში ჰიგ­სის ბო­ზო­ნის­თ­ვის შე­უ­სა­ბა­მო თვი­სე­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნოს. ამის შე­სას­წავ­ლად, ცერ­ნის ფი­ზი­კო­სე­ბი შემ­დე­გი სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბით ექ­ს­პე­რი­მენ­ტებს და ანა­ლი­ზებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ. 2012 წლის ბო­ლომ­დე კი­დევ მი­ლი­არ­დო­ბით შე­ჯა­ხე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი ბა­ზა იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და რად­გან მეც­ნი­ე­რებ­მა ახ­ლა უკ­ვე ზუს­ტად იცი­ან სად ეძე­ბონ ჰიგ­სის ბო­ზო­ნი, მი­სი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შეს­წავ­ლა ბევ­რად გა­ად­ვილ­დე­ბა.

2013 წელს კო­ლა­ი­დე­რი და­ი­ხუ­რე­ბა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სათ­ვის, 2014-2015 წელს კი სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით იმუ­შა­ვებს, შე­საძ­ლოა უფ­რო მა­ღა­ლი ენერ­გი­ის წყა­რო­თი.
 

ჰიგ­სის ბო­ზო­ნი – ღმერ­თის ნა­წი­ლა­კი, პი­ტერ ჰიგ­სი – ღმერ­თი

ედინ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ო­რი­უ­ლი ფი­ზი­კის პრო­ფე­სო­რი, პი­ტერ ჰიგ­სი მოკ­რ­ძა­ლე­ბულ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს და მი­იჩ­ნევს, რომ ნა­წი­ლა­კის­თ­ვის მხო­ლოდ მი­სი სა­ხე­ლის დარ­ქ­მე­ვა არას­წო­რი­ა, რად­გან მას­თან ერ­თად, ხუთ­მა სხვა ფი­ზი­კოს­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა შრო­მა სტან­დარ­ტულ მო­დელ­ში ნაკ­ლუ­ლი ნა­წი­ლა­კის შე­სა­ხებ.

სა­ეჭ­ვო­ა, რომ ჰიგსს თა­ვი­სი შრო­მა დი­დი აფეთ­ქე­ბის თე­ო­რი­ის­თ­ვის და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა. 1964 წელს, მა­შინ რო­ცა მი­სი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნ­და, დი­დი აფეთ­ქე­ბის თე­ო­რია არც ისე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, – ხსნის პრო­ფე­სო­რი შა­ნი­ძე.
 

And the Nobel goes to…

ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი სტი­ვენ ჰო­უ­კინ­გი მი­იჩ­ნევს, რომ პი­ტერ ჰიგ­ს­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­ი­ღოს ნო­ბე­ლის პრე­მია ნა­წი­ლა­კის არ­სე­ბო­ბის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად 100 დო­ლა­რი წა­ა­გო მი­ჩი­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­თან, გორ­დონ კე­ინ­თან – ჰო­უ­კინ­გი ირ­წ­მუ­ნე­ბო­და, რომ ჰიგ­სის ნა­წი­ლაკს ვერ იპო­ვიდ­ნენ.

ამ სა­სი­ხა­რუ­ლო აღ­მო­ჩე­ნამ თა­ვის ტკი­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა ნო­ბე­ლის პრე­მი­ის კო­მი­ტეტს. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ნო­ბე­ლის პრი­ზი გა­და­ე­ცე­მა მაქ­სი­მუმ სამ ადა­მი­ანს, ჰიგ­სის ბო­ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი კი, სულ მცი­რე, ექ­ვ­ს­მა ადა­მი­ან­მა შე­ი­ტა­ნა. პი­ტერ ჰიგ­სის გარ­და, ესე­ნი იყ­ვ­ნენ რო­ბერტ ბროუ და ფრან­სუა ან­გ­ლე­რი ბრი­უ­სე­ლის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან (მათი შრო­მა ჰიგ­სის შრო­მა­ზე ად­რეც კი გა­მოქ­ვეყ­ნ­და, 1964-ის აგ­ვის­ტო­ში), ხო­ლო მე­სა­მე ჯგუ­ფი შედ­გე­ბო­და ორი ამე­რი­კე­ლი და ერ­თი ბრი­ტა­ნე­ლი ფი­ზი­კო­სის­გან – დიკ ჰა­გე­ნი, ჯე­რი გუ­რალ­ნი­კი და ტომ ქიბ­ლი.

თე­ო­რი­ის ავ­ტო­რე­ბი­დან ერ­თი გარ­დაც­ვ­ლი­ლი­ა, დარ­ჩე­ნი­ლია ხუ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­გა­ნაც სა­მი ყვე­ლა­ზე დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი უნ­და გა­მოვ­ლინ­დეს, თუმ­ცა ფი­ზი­კის მოყ­ვა­რულ­თა ფო­რუ­მებ­ზე ჭო­რე­ბიც კი და­დის, რომ შე­საძ­ლოა კო­მი­ტეტ­მა ამ წელს გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვას.

 

ღმერ­თის ფაქ­ტო­რი

ჰიგ­სის ბო­ზო­ნის აღ­მო­ჩე­ნას კი­დევ ერ­თი, საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა რე­ლი­გი­ა­ზე ექ­ნე­ბა. სამ­ყა­როს მეც­ნი­ე­რუ­ლი ახ­ს­ნა დღი­თი დღე უფ­რო იხ­ვე­წე­ბა, მაგ­რამ, ნიშ­ნავს კი ეს იმას, რომ ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლის­თ­ვის ამ სამ­ყა­რო­ში ად­გი­ლი აღარ რჩე­ბა?

საქ­მე ისა­ა, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა ცდი­ლობს ახ­ს­ნას რო­გორ გაჩ­ნ­და სამ­ყა­რო, ხო­ლო რე­ლი­გია პა­სუ­ხობს კითხ­ვას – რა­ტომ?

ამას გარ­და, მეც­ნი­ე­რულ თე­ო­რი­ებ­ში, ყვე­ლა­ზე რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნი სწო­რედ არაფ­რის­გან რა­ღა­ცის წარ­მო­შო­ბა­ა. აქ შე­მო­დის რწმე­ნის რო­ლი სამ­ყა­როს აღ­ქ­მა­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ანს გა­აჩ­ნ­დეს რწმე­ნა, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე არ უარ­ყოფ­დეს მეც­ნი­ე­რულ ფაქ­ტებს და მას­ში შე­მეც­ნე­ბის ეს ორი ფორ­მა ჰარ­მო­ნი­უ­ლად თა­ნა­არ­სე­ბობ­დეს.

ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ სტან­დარ­ტუ­ლი მო­დე­ლი, ყვე­ლა სხვა თე­ო­რი­ას­თან ერ­თად, არ­სე­ბუ­ლი სამ­ყა­როს მხო­ლოდ 4%-ის ახ­ს­ნას ცდი­ლობს და ჯერ კი­დევ შორ­საა ამოხ­ს­ნის­გან, და­ნარ­ჩე­ნი 96%-ის არ­სი უც­ნო­ბი­ა, გარ­და იმ ფაქ­ტი­სა, რომ 23% შა­ვი მა­ტე­რი­ა­ა, 73% კი – შა­ვი ენერ­გი­ა. იმის შე­სა­ხებ, თუ რა თვი­სე­ბე­ბი აქვს ან ერთს ან მე­ო­რეს, ფი­ზი­კო­სებს ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ – შე­სა­ბა­მი­სად, წინ ბევ­რი ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა გვე­ლის.

კომენტარები