ექსპოზიცია

მაროკო, გალერეა ღია ცის ქვეშ

მაროკოს ქალაქ მედინაში ხელოვნების საერთაშოირისო ფესტივალისთვის მზადება დაიწყო. ფესტივალი ღია ცის ქვეშ იმართება. აგვისტოს თვეში, ქალაქის კედლები ყოველწლიურად თეთრად იღებება, რათა ხელახლა მოიხატოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანების მიერ. კედლები მხატვრებს ერთი წლით ეთმობათ, შესაბამისად, ნახატების დათვალიერება მსურველებს მომავალი წლის აგვისტომდე შეეძლებათ, სანამ მათ ისევ არ შეათეთრებენ, სხვა ხელოვანების მოლოდინში.

ფესტივალის მაროკოში 1978 წლიდან იმართება, იდეის ავტორი ქალაქის იმჟამინდელი მერი, მოჰამედ მელეჰია, რომელმაც გადაწყვიტა ამ გზით დაეცვა უძველესი, თითქმის მიტოვებული  ატლანტიკური ქალაქი საყოველთაო მავიწყებისაგან.

კომენტარები