NASA

NASA ირწმუნება, რომ გრელანდიაში ყინულის დნობის მასშტაბი უპრეცედენტოა

NASA-ს სპეციალისტების განცხადებით, გრელანდიის ყინულოვანი საფარი ივლისის თვეში დიდი სისწრაფით დნება. მათ მიერ გადაღებულ ორ ფოტოზე, რომელიც 8 და 12 ივლისით თარიღდება, ერთი და იგივე სურათი სულ სხვაგვარად გამოიყურება. თუ პირველზე მკაფიოდ ჩანს ყინულოვანი ზედაპირი, მეორე სურათს ყინულის თეთრი კვალის აღარაფერი ეტყობა.

მეცნიერთა თქმით, დნობის მასშტაბები უპრეცენდენტოა. კუნძულზე, რომელსაც სპეციალისტები თანამგზავრიდან აკვირდებიან, დიდი ხანია მსგავსი არაფერი მომხდარა.

 დნობა კუნძულის მთელ ზედაპირზე - განაპირა მხარეებიდან ცენტრამდე  შეინიშნება. აქ კი ყინულის სისქე 3 კილომეტრს აღწევს. “ესაა მკაფიო სიგნალი, რომლის მნიშვნელობა ახლო მომავალში უნდა გავარკვიოთ” - აღნიშნა NASA-ს წარმომადგენელმა ვალიდ აბდალატიმ.

არქივში არსებული მასალების მიხედვით, ყინული ბოლოს იქ 1889 წელს გადნა. 8 ივლისიდან მოყოლებული, კუნძულის ყინულოვანი მასის დნობის ფართობი კი 40%-დან 97%-მდე გაიზარდა.

NASA-ს რელიზში ასევე მოყვანილია სატელიტიდან მიღებული მონაცემემებზე მომუშავე ჯგუფის წევრის, ლორა კენიგის,  ციტატა: „ამ ტიპის მოვლენები საშუალოდ ყოველ 150 წელიწადში ერთხელ ხდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელად ეს 1889 წელს მოხდა, ახლა ამის დრო იყო.“

ამიტომ, ხმაურიანი სათაურის გამო, NASA გააკრიტიკეს კიდეც - მოვლენას, რომელიც გარკვეული პერიოდულობით ხდება, უპრეცედენტოს რთულად თუ ვუწოდებთ.

ამ მონაცემების გამოქვეყნებამდე, NASA-მ გაავრცელა თანამგზავრიდან გადაღებული სურათები, რომელზეც კარგად ჩანს თუ როგორ მოტყდა კუნძულს მანჰეტენის ზომის აისბერგი.

 

კომენტარები