საქართველო-ამერიკა

ამერიკის საელჩო ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანის პროცედურას ამარტივებს

საინფორმაციო პორტალ Грузия онлайн-ის ცნობით, საქართველოში ამერიკის საელჩო ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანის პროცედურას ამარტივებს. ცვლილებები ძალაში 2012 წლის 30 აგვისტოს შევა.

ახალი სისტემა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნებსაც შეეხება და ის გულისხმობს სხვადასხვა პროცედურზე ერთი ტარიფის დადგენას. ამ პროცედურებს შორის არის საელჩოს მიერ შერჩეული ბანკის ნებისმიერ ფილიალში ვიზის ღირებულების გადახდა, საელჩოს ქოლ-ცენტრის ან ვებ-საიტის მეშვეობით გასაუბრების დანიშვნა, ზოგადი ხასიათის კითხვებზე ინფორმაციის წარდგენა, მოქალაქისთვის ვიზის მიცემის შემთხვევაში პასპორტის გადაცემა, გასაუბრების შემდეგ საელჩოში დამატებითი დოკუმენტების წარდგენა.

აღსანიშნავია, რომ არასწორად განხორციელებული გადახდის შემთხვევაში მოქალაქეს თანხა არ დაუბრუნდება და ის იძულებული იქნება ხელმეორედ გადაიხადოს თანხა.

ცვლილებები არ შეეხება იმ ადამიანებს, რომლებთაც გასაუბრება უკვე დანიშნული აქვთ 30 აგვისტოს შემდეგ. ისინი გასაუბრების დღეს უნდა გამოცხადდნენ საელჩოში და მათი განაცხადი ამჟამად არსებული პროცედურების მიხედვით იქნება განხილული.

კომენტარები