არჩევნები 2012

ივანიშვილი: ალასანია შესაძლოა ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე ვიხილოთ

ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, შესაძლებელია კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე ვიხილოთ. მისი თქმით, ალასანია ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობს საზღვარგარეთაც. აღნიშნული განცხადება ივანიშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების წარდგენისას გააკეთა. 

ალასანია 15 აგვისტოს ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა.

ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, თვითონაც და კახი კალაძეც ჯარიმას გადაიხდიან. მისივე თქმით, გადარიცხული თანხა კახეთში სტიქიით დაზარალებულებს უნდა მოხმარდეთ. 

კომენტარები