სპეცოპერაცია

ვანო მერაბიშვილი: ჩვენ მოვახერხეთ საქართველოს საზღვრების, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა

0 კომენტარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ. პრემიერის თქმით, საქართველომ თავისი საზღვრების დაცვა უზრუნველყო. მან აგრეთვე, აღნიშნა, რომ ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულდა.

”ჩვენ მოვახერხეთ და უზრუნველვყავით საქართველოს საზღვრების დაცვა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ოპერაციაში. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ყველა გარდაცვლილის ოჯახს. ამ ოჯახებზე ზრუნვა იყო, არის და ყოველთვის იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. ვიცი, რომ დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია, მათზე პირადად ზრუნავს მინისტრი ჭიაბერიშვილი. საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და საქართველო არასოდეს დაუბრუნდება იმ დროს, როცა ის ვერ ახერხებდა თავისი მთავარი პრინციპების დაცვას – მოქალაქეებისა და საზოგადოებაში უსაფრთხოების, წესრიგის დაცვას. ჩვენ ვაძლიერებთ ეკონომიკის განვითარებას და ამისთვის აუცილებელი პირობა უსაფრთხოებაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე”. - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები