არჩევნები 2012

კონფლიქტების მოგვარების სტრატეგია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში

ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს მოელაპარაკოს დე-ფაქტო ხელისუფლებათა წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურია. ამასთან ერთად, რუსეთი აქტიურად უნდა იქნას ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. იქვე კოალიცია ამბობს, რომ მოლაპარაკებების დროს, საქართველო მზად უნდა იყოს გონივრული კომპრომისებისთვის.

ივანიშვილი ამომრჩეველს სთავაზობს შეთანხმებათა საწყის ეტაპზე, უსაფრთხოების გარანტიის და საზოგადოებრივი ურთიერთობების ხელშეწყობის საფუძველზე მოხდეს ეკონომიკური პროექტების რეალიზაცია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების დეკლარაციებში აისახება. ამავდროულად, ქართული ოცნების პროგრამის მიხედვით, კონფლიქტების მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ეკავოს არასმთავრობო ორგანიზიებს, რომლებიც უზრონველყოფენ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონტაქტების ინტენსიურობის გაზრდას.

კონფლიქტების შესახებ პროგრამის ნაწილის შესავალში კოალიცია აღნიშნავს, რომ კონფლიქტების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთი იყო, რომელიც ხელს უწყობდა აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის კონფლიქტების გამწვავებას. პროგრამის მიხედვით, ეს რუსეთის ინტერესებს ემსახურება. დოკუმენტშივე ნახსენებია, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მთავარი გამოხატულება 2008 წლის აგვისტოს ომი იყო. ამავდროულად, ივანიშვილის კოალიციის თქმით, აგრესიის პრევენცია და მოგერიება შესაძლებელი იყო, რომ არა საქართველოს ხელისუფლების შეცდომები.

კომენტარები